უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

31 ივლისი, 2024 13:14
font-size

ჰელსინკის კომისია ბლინკენს ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ჰელსინკის კომისიის 26 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენია, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.

წერილს ეხლს აწერენ კონგრესმენები - ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი, ორპარტიული ლიდერები.

"მიგვაჩნია, რომ შესაფერისი დროა, დაიწყოს საქართველოში არსებული კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების მიმართ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების ნიველირების პროცესი, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლო წრე", - აღნიშნულია წერილში.

ორპარტიული წერილი გავრცელდა მას შემდეგ, რაც კონგრესში შეჩერდა კანონმდებლობა - MEGOBARI Act, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურის სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, უსაფრთხოებას, არღვევენ ადამიანის უფლებებს. ამ თვის დასაწყისში კანონპროექტი კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ორპარტიული აბსოლუტური მხარდაჭერით მიიღო, მაგრამ პალატა გასულ კვირას შესვენებაში გავიდა და განხილვა სავარაუდოა, რომ სექტემბერში გაგრძელდება.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქმედებები, მტკიცე შემავსებელი იქნება ჩვენი კანონპროექტის "მეგობარი" აქტის", - აღნიშნულია წერილში.

„მთავარი არხი“ წერილის თარგმანს ავრცელებს.

“ჩვენ გწერთ ამ წერილს, რათა მოგიწოდოთ მეტი სასწრაფო და გადამწყვეტი ქმედებებისკენ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ.

თუმცა, ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო მეტის გაკეთება საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. მიგვაჩნია, რომ დროა დავიწყოთ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი წყაროების მიმართ საქართველოში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და მის ახლო გარემოცვის მიმართ. ცხადი უნდა გახდეს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ ინადირებენ თავისუფლად ქართველ ხალხზე და ვერ მიაყენებენ ზიანს მის დემოკრატიას.

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ შავი ფულის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ეხმარება „ქართული ოცნების“ მფარველობის სისტემას, მოდის „თაღლითური“ სატელეფონო ცენტრების თანავარსკვლავედიდან მთელს მსოფლიოში, რომელთაგან ზოგიერთი მდებარეობს მეგობარ სახელმწიფოებში და ძირითადად ფუნქციონირებს თაღლითური და უკანონო საქმიანობის საფუძველზე.

ეს ქოლ ცენტრები, როგორც ჩანს, წარმოადგენს თანამშრომლობის კვანძებს საქართველოში კორუმპირებულ აგენტებს შორის, ისევე როგორც მათ სხვა კლეპტოკრატ კოლეგებს შორის რუსეთში, და სავარაუდოა, რომ იგივე ქოლ ცენტრები სხვადასხვანაირად მობილიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის, ასევე მათი ოჯახების წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის.

უკანონო მოგება, რომელსაც ისინი აწარმოებენ, ასევე ხმარდება სხვადასხვა კორუფციულ ქსელებს საქართველოში, რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ და ხელს უწყობს პოლიტიკური ეკონომიკის შემაშფოთებელი სისტემის შენარჩუნებას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ შემობრუნებას.

ასევე სავარაუდოა, რომ იგივე ქსელები ემსახურება შემოსავლის წყაროს, რომელიც კვებავს რუსულ კორუმპირებულ ქსელებს და ხელს უწყობს სანქციების თავიდან აცილების სისტემების არსებობას.

ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემური ზომები ამ სატელეფონო ცენტრების ქსელისა და სხვა მსგავსი ძალისხმევების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქმედებები შესაბამისობაშია ჩვენს კანონპროექტთან „საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის განვითარების საშუალებების მობილიზებისა და გაძლიერების შესახებ“ (MEGOBARI). ეს კანონმდებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ისევე როგორც ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას.“

ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა

19 მაისი, 2025 , 09:00

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ცნობილია, ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლ

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში დელეგაციას აგზავნის - ვოლოდიმირ ზელენსკი

15 მაისი, 2025 , 19:25

უკრაინა 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის აგზავნის დელეგაციას, რომელსაც თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფე

უკრაინაში არაფერს ველით, სანამ პუტინს არ შევხვდები - დონალდ ტრამპი

15 მაისი, 2025 , 17:23

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევის პერსპექტივა უშუალოდ მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზეა დამოკიდებული. „არაფერი არ მოხდება, სანამ პუტინი და მე არ შე

დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს - „სიენენი“

15 მაისი, 2025 , 10:32

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. მა

სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

13 მაისი, 2025 , 14:41

პარიზის სასამართლომ  ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, 2021 წელს გადასაღებ მოედანზე ორი ქალის სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და მას 18 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი დ

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

13 მაისი, 2025 , 09:03

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. საუდის არაბეთი