უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

17 მაისი, 2017 14:00
font-size

ჰერბერტ ზალბერის განცხადებაა საქართველოსთვის სრული კატასტროფაა - სალომე სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ჟენევის თანათავმჯდომარემ, ფაქტიურად, აღიარა დე ფაქტო ხელისუფლების არჩევნების შედეგი.

როგორც საკითხის კომენტირებისას სამადაშვილმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, იმას, რომ ჩამოიშალა ის საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არსებობდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ჩამოიშალა ის საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც არსებობდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. დღეს, ჟენევის თანათავმჯდომარე უკვე ღიად და აშკარად, ფაქტიურად, აღიარებს დე ფაქტო ხელისუფლების არჩევნების შედეგებს. ეს არის სრულიად კატასტროფული განცხადება“,-განაცხადა სალომე სამაადშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ, გაკეთებულ განცხადებას უმწვავესი რეაგირება უნდა მისცეს.

„ქართულმა მხარემ ამას უნდა მისცეს უმწვავესი რეაგირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის შედეგი“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.

გუშინ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა, ოკუპირებული ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს, ე.წ საპრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მონიკა დავლიანიძე

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს

22 აგვისტო, 2019 , 12:20

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლი

გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი გამოჩნდა

21 აგვისტო, 2019 , 15:33

ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი „მი 8“ შემოფრინდა. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფასებს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად. „ფაქტზე გააქტი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

21 აგვისტო, 2019 , 12:20

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილზე დღეს დილიდან გამოჩდნენ, სადაც კვლავ განაახლეს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, რკინის ბოძებისა და მავთულ

ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს - ედგარს რინკევიჩსი

21 აგვისტო, 2019 , 11:21

გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ედგარს რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი არის საქართველოს სუვერენიტეტი

მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

21 აგვისტო, 2019 , 01:41

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალუბ

საქართველოს პრემიერ- მინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა

21 აგვისტო, 2019 , 01:31

„მნიშნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ,“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრო

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს