უკან

პოლიტიკა

31 ოქტომბერი, 2016 18:25
font-size

ჰერმანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში მოხვედრილი პარტიები საკუთარ გამარჯვებას საქართველოს დემოკრატიის გამარჯვებად აქცევენ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში მოხვედრილი პარტიები საკუთარ გამარჯვებას საქართველოს დემოკრატიის გამარჯვებად აქცევენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას იანოშ ჰერმანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მოხვედრილი ყველა პოლიტიკური ძალა იმუშავებს ერთად და გააძლიერებს საქართველოში პლურალისტული დემოკრატიის ინსტიტუტებს.

„ჩვენ დიდი ყურადღებით გავეცანით ეუთო-ს განცხადებას, რომლის მიხედვით, არჩევნები გაიმართა კონკურენტუნარიან, სამართლიან გარემოში. ჩვენი მხრიდან ასევე აღინიშნა, რომ, ეუთო-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს გარკვეული დეფექტები და ეს დააფიქსირეს სხვა ორგანიზაციებმაც. მინდა განვაცხადო, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან მუშაობის გასაგრძელებლად ამ დეფექტების გამოსწორების მიზნით. მინდა, ასევე მივულოცო ყველა პარტიას, რომელიც პარლამენტში მოხვდა. ეს მათთვის გამარჯვებაა და ვიმედოვნებ, რომ მას საქართველოს დემოკრატიის გამარჯვებად აქცევენ“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მოუთმენლად ელის მუშაობას საქართველოს ახალ პარლამენტთან და ახალ მთავრობასთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზეც.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი