უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
სხვადასხვა
ჰილარი კლინტონი: არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დღესაც და მის წინა პერიოდშიც 05.06.2012 12:03

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ამ შემოდგომაზე და საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს, საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, რომ გააღრმავოს თავისი დემოკრატია და გააძლიეროს ლეგიტიმურობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა, საზოგადოების და მსოფლიოს თვალში.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს, ბათუმში სასტუმრო ,,რედისონში” აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ჩვენ საქართველოს ლიდერებს, კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფისკენ მოვუწოდებთ. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დღესაც და მის წინა პერიოდშიც”-აღნიშნა კლინტონმა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნების შემდეგაც უნდა გაძლიერდეს დემოკრატიის საფუძვლები, ისეთი როგორიცაა შრომითი უფლებები, სასამართლო დამოუკიდებლობა, მასმედიის დამოუკიდებლობა და წვდომა. კლინტონის განცხადებით, რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში.

,,თქვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით ვარდების რევოლუციის შემდეგ და თქვენი პროგრესი აღნიშნეს მსოფლიოში. ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ კონსოლიდაცია გაუკეთოს დემოკრატიულ ფასეულობებს, ეს არის მომავლის მთავარი შემადგენელი ნაწილი”-აღნიშნა კლინტონმა.