უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

14 სექტემბერი, 2018 12:30
font-size

ჰოლანდიაში რუსი ჯაშუშები დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ, შეეღწიათ შვეიცარიულ ქიმიურ ლაბორატორიაში

რუსი ჯაშუშები ცდილობდნენ, შეეღწიათ შვეიცარიაში მდებარე Spiez-ის ქიმიურ ლაბორატორიას. ამის შესახებ Tages Anzeiger-ი წერს.

ჯაშუშები ჰოლანდიაში დააკავეს, ისინი სამშობლოს გადასცეს. ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა შვეიცარიულმა და ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა.

შვეიცარიულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადასტურეს ინფორმაცია ოპერაციის შესახებ, რომლის ფარგლებში თავიდან იყო აცილებული საფრთხე ქვეყნის „კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითონ ლაბორატორიაში უარი განაცხადეს კომენტარზე, თუმცა ისაუბრეს კიბერთავდასხმის მცდელობაზე, რომელიც ივნისში მოხდა.

Tages Anzeiger-მა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი შვეიცარიას სტუმრობდნენ.

Spiez-ის ლაბორატორია ფიგურირებს სკრიპალების მოწამვლის საქმეში. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აღნიშნული ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, სკრიპალები მოწამლეს არა რუსული წარმოშობის „ნოვიჩოკით“, არამედ დასავლეთში წარმოებული ნივთიერება BZ-თი. შვეიცარიული ლაბორატორიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ობლიგაციების ბაზარი იზრდება, თუმცა პრობლემები რჩება

26 მარტი, 2019 , 15:00

ინვესტორთა ნდობა განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ბაზრის მიმართ გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ მწვავედ დგას რეგიონის ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მიმდინარე სავაჭრო

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

25 მარტი, 2019 , 14:57

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული 24 წლისაა. კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია. ჟურნალისტების ცნ

კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბი დაარსდა

25 მარტი, 2019 , 12:34

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ ქ. ლიმასოლში შეხვედრა გამართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს საელჩომ და კომპანიამ IBC Corporate Solutions, რომელიც თანა

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

25 მარტი, 2019 , 12:07

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ინციდენტი ქალაქ რენში მოხდა. ამის შესახებ პირველი არხი იტყობინება. 41 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. როგორც ფრანგული მედია ი

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმეს

22 მარტი, 2019 , 16:10

ჟენევაში, გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება. შეხვედრის ფარგლებში ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშო

ქართული ღვინო ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

22 მარტი, 2019 , 14:45

21-23 მარტს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 100th China Food & Drinks Fair“ იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. „The China Fo