უახლესი ამბები
- 18.01.2021 10:55ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- 18.01.2021 10:55პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
- 18.01.2021 10:55ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- 18.01.2021 10:38ანონსი - 18.01.21
- 18.01.2021 10:20დღის კალენდარი _ 18 იანვარი
არქივი
მსოფლიო


ჰოლანდიის პარლამენტმა 1915 წლის სომეხთა გენოციდი აღიარა, მთავრობა კი ამ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ჰოლანდიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს 1915 წელს თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდს. მიუხედავად ამისა, მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ემიჯნება და აცხადებს, რომ ეს არ შედის ნიდერლანდების ოფიციალურ პოლიტიკაში.
„ხელისუფლება არ გაიზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას“, -თქვა ნიდერლანდების საგარეო მინისტრმა სიგრიდ კააგმა რეზოლუციის კენჭისყრამდე.
მან მოუწოდა, უფრო ფრთხილად გამოიყენონ ტერმინი გენოციდი წარსულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ამ კაბინეტს სურს, უფრო ფრთხილი იყოს თურქეთთან ურთიერთობაში, რომელიც უკეთესი იყო“, -თქვა მან.
150 დეპუტატიდან რეზოლუციას მხოლოდ 3-მა პარლამენტარმა არ დაუჭირა მხარი.
როიტერსი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულ ურთიერთობებს ჰოლანდიასა და თურქეთს შორის. კონფლიქტი ნატოს ორ წევრ ქვეყანას შორის წინა წლის მარტში დაიწყო. დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია ნიდერლანდებიდან თურქი მინისტრის გაძევება, რომელიც აპირებდა თურქეთში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით ჰოლანდიელ თურქებთან სააგიტაციო კამპანიის ჩატარებას.
ოფიციალური ანკარა სომეხთა მასობრივ მკვლელობას არ აღიარებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გააკრიტიკა ჰოლანდიის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია და აღნიშნა ჰოლანდიის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია.
ცნობისთვის, სომეხთა გენოციდი 2016 წლის 2 ივნისს აღიარა გერმანიამ. მაშინ ანკარამ საპასუხოდ თავისი ელჩი გაიწვია.
ისტორიკოსთა ინფორმაციით, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1.5 მილიონამდე სომეხი მოკლეს. ანკარა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ომის პირობებში 1915 წლის მოვლენები სხვა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
16 იანვარი, 2021 , 13:09

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
15 იანვარი, 2021 , 17:20
ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა
9 იანვარი, 2021 , 16:15

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა
9 იანვარი, 2021 , 15:20

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს
9 იანვარი, 2021 , 13:08

ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა - ლონდონის მერი
9 იანვარი, 2021 , 12:29