უახლესი ამბები
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
ჰოლბრუკის N6-ში უკანონოდ მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში, უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჰოლბრუკის ქუჩა N6-ში უკანონოდ შეჭრილ მოსახლეობას, რომელთაც კომპანია „თელასმა“ ელექტროენერგიის მოხმარებისთვის აბონენტად რეგისტრაცია მოსთხოვა, შესაბამის პროცედურებზე უარის თქმის მიზეზით, ამავე კომპანიამ დენის მიწოდება შეუწყვიტა.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა ოჯახებმა დახმარებისთვის ისნის რაიონის გამგეობას მიმართეს, რისთვისაც მათ ისნის რაიონის გამგებელი „თელასის“ წარმომადგენელთან ერთად შეხვდა. შეთანხმების საფუძველზე, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება იმავე დღეს აღუდგა, იმ პირობით, რომ ისინი აბონირებისთვის ყველა საჭირო პროცედურას გაივლიდნენ.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ისნის რაიონის გამგეობამ, მხარეებს შორის შუამავლობა იკისრა და დღეს, კახა ლაბუჩიძის ინიციატივით, აღნიშნულ კომპანიასა და მოსახლეებთან შეხვედრა გაიმართა, რათა 14 დღის ვადა, რომელიც მოსახლეობას „თელასმა“ აბონენტად დარეგისტრირებისთვის განუსაზღვრა, დროულად შესრულდეს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე კვლავ არ დარჩეს.
შეხვედრაზე, გამრიცხველიანებისთვის ელექტროგაყვანილობის პროექტი განიხილეს და აბონირების პროცესის დასაჩქარებლად, მოლაპარაკება შედგა.