მსოფლიო
ჰოლივუდის ვარსკვლავები ტრამპის საწინააღმდეგო მსვლელობაზე გამოვიდნენ
მანჰეტენზე, სასტუმრო „ტრამპ თაუერის“ წინ რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონააწილეობა აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონადლ ტრამპის საწინააღმდეგო მსვლელობაში. აქციის ორგანიზატორები იყვნენ Greenpeace და ლიბერალურ აქტივისტთა ორგანიზაცია MoveOn.
მსვლელობაში , რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ გაიმართა, თავდაპირველად სიტყვით გამოვიდა ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. მისი თქმით, ტრამპი „ცუდ მაგალითს აძლევს ქვეყანასა და ქალაქს“.
ფარენჰეიტ 9/11-ის რეჟისორმა მაიკლ მურმა განაცხადა, რომ ამერიკაში დგება რთული პერიოდი, მაგრამ ამერიკელები არ უნდა დანებდნენ.
„ჰილარი კლინტონმა 3 მილიონი ხმით გაიმარჯვა, კიდევ 7-მა მილიონმა ხმა მისცეს მწვანეებსა და ლიბერტარიანელებს. მათ ასევე არ უნდოდათ ტრამპი. 10-მა მილიონმა ამომრჩველმა უარი თქვა ტრამპზე... ის ვერ სარგებლობს მანდატით. მას არ აქვს მანდატი. სასოწარკვეთილების წუთებში გაიხსენით ეს. თქვენი მარტონი არ ხართ. ჩვენ უმრავლესობა ვართ. არ დანებდეთ“, - განაცხადა რეჟისორმა.
მსვლელობაში ასევე გამოვიდნენ ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა მარკ რუფალო, ალექ ბოლდუინი, ჯულიანა მური, მერისა ტომეი და ნიუ ორკის მერი ბილ დე ბლაზიო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება ვაშინგტონში, კონგრესის წინ.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00
დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე: ეს დროის ფუჭად კარგვაა, მათ ყველაფერი დაკარგეს
6 მარტი, 2026 , 09:20


