უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აპრილი, 2017 17:40
font-size

ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელის ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ებრაელებად დაიბადნენ - იციკ მოშე

დღეს „ისრაელის სახლში“ ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიეძღვნა, რომელიც წელს 24-25 აპრილს აღინიშნება.

პარკი თბილისში, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს ინიციატივითა და დედაქალაქის მერიის, საკრებულოსა და საქართველოსა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სავარაუდოდ, გმირთა მოედნის მიმდებარედ მოეწყობა.

ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ ხელმძღვანელობა, გერმანელი ევროპარლამენტარები ესწრებოდნენ.

პროექტის მიხედვით, დაიდგმება იერუსალიმის ორი ქვა, რომელთაგან ერთზე ამოტვიფრული იქნება ისრაელის იად ვა-შემის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად „მსოფლიო ხალხთა მართალ შვილად“ აღიარებული სერგი მეტრეველის სახელი და გვარი, ხოლო მეორეზე სხვა ქართველი შინდლერების - გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიასა და საბა კლდიაშვილის სახელები და გვარები.

ღონისძიებაზე გაიმართა იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმის მიერ მართალად შერაცხული სერგი მეტრეველის შესახებ ისრაელის სახლის ინიციატივითა და ქნესეთის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. 6 მილიონი დაღუპული ებრაელის ხსოვნის ნიშნად კი სიმბოლურად ექვსი სანთელი აინთო.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვით მიმართა „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ.

„ჰოლოკოსტს ემსხვერპლა 6 მილიონი ებრაელი, მათ შორის 1.5 მილიონი ბავშვი.

მათი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ დაიბადნენ ებრაელებად.

ებრაელი ერის 1/3-ის განადგურების შემდეგ, 70 წელიწადში ისრაელი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.

ისრაელმა, სახელმწიფოს შექმნის დღიდან, ოფიციალური პოლიტიკის რანგში აიყვანა იმ ადამიანებისთვის ღირსეული პატივის მიგება, რომლებიც „პოგრომებისა“ თუ ჰოლოკოსტის წლებში ებრაელებს დაეხმარნენ, გადაარჩინეს.

ამაზე მეტყველებს იერუსალიმის იად ვა-შემის მემორიალური მუზეუმი, სადაც უკვდავყოფილია 30 ათასამდე არაებრაელის ხსოვნა. მათ შორისაა სერგი მეტრეველი.

„მსოფლიო ხალხთა მართალი შვილები“ - ასე მოიხსენიებს ისრაელი მათ“, - განაცხადა იციკ მოშემ და კულტურის მინისტრს სთხოვა მხარდაჭერა, რათა ისრაელში ვიზიტისას დასვას დანარჩენი სამი ქართველი შინდლერის ოფიციალურად აღიარების საკითხიც.

იციკ მოშეს თქმით, თბილისში ქართველი შინდლერების პარკი შევა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტში, რომელსაც ევროსაბჭოს ეგიდით, სექტემბრიდან „ისრაელის სახლი“ განახორციელებს.

ისრაელის სახლის ხელმძღვანელმა ისრაელ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მომავალი კავშირები, ერთგვარად, დაბადებას ჰგავს, როდესაც „მითოსური მეთოდი კრახს განიცდის და იწყება სერიოზული, რეალური, საერთაშორისო სტანდარტებით და ნორმებით მიღებული კავშირები“.

იციკ მოშემ საზოგადოებას ამცნო, რომ „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონში გაიხსნება ქართველი შინდლერების პარკი.

გერმანიის დელეგაციის წევრის, კლაუდია კორენგეს განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ჰოლოკოსტის წლებში ვინ უფრო მეტი გადაარჩინა, ვინაიდან ამ დიდ საქმეს ყველა შემთხვევაში ასევე დიდი შედეგი ჰქონდა.

მან გაიხსენა ოსკარ შინდლერისა და მისი მეუღლის ღვაწლი ებრაელთა გადარჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ ოსკარ შინდლერს ეს სიკეთე დაუბრუნდა.

საქართველოს კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, განუზომელია ჰოლოკოსტის შედეგები და საქართველო თანაუგრძნობს ებრაელი ხალხს ამ დიდ ტრაგედიას.

მიხეილ გიორგაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ამოქმედებაზე, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს „ისრაელის სახლი“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი თქმით, თბილისში ქართველი შინდლერების პარკი ამ მარშრუტის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აგრეთვე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. მისი თქმით, ის პოლონეთში ყოველწლიურად მონაწილეობს ერთ-ერთი ქართველი შინდლერის - გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელსაც პატივს მიაგებს მთელი პოლონური საზოგადოება მისი უპრეცედენტო გმირობისთვის. საკრებულო მიესალმება „ისრაელის სახლის“ ინიციატივას, რომელიც თბილისში ქართველი შინდლერების პარკის გაშენებას ითვალისწინებს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ებრაული თემის წარმომადგენელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯოინთმა“ საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

20 ნოემბერი, 2018 , 14:25

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა. მინისტრის თქმით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ჯანდაცვის მინისტრი დაშავებულების ახლობლებსაც შეხვდა და მ

ჭავჭავაძის ცენტრისა და მისი პირველი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 , 14:25

19 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში, ჭავჭავაძის ცენტრისა და მისი პირველი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.  ჭავჭავაძის ცენტრი ევროპული პოლიტიკური ფონდების ანალოგიით დაფუძნებული პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა საქართვე

სამი წლის განმავლობაში CO-თი ინტოქციკაციის გამო 64 ადამიანი გარდაიცვალა - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“

20 ნოემბერი, 2018 , 13:45

„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ შეხვედრა -„მეტი უსაფრთხოებისთვის“ გამართა, რომელშიც კომპანიის ხელმძღვანელებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, სემეკ-ის, თბილისის მერიისა და საკრებულოს,

თბილისში ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს

20 ნოემბერი, 2018 , 13:45

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 – 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრეზენტაცია ევროპის საბჭოს (CoE) , ევროკავშირისა და გაეროს გ

BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 , 11:40

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, “ღია ბანკინგის” განვითარების პროგრამა BOG Fintech-ის მხარდაჭერით, ტექნოპარკში DevFest თბილისი გაიმართა. DevFest (დეველოპერული ფესტივალი) Google-ის დეველოპერების ჯგ

სასესხო დავალიანების განულების საკითხზე მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთანაც გაგრძელდება - მამუკა ბახტაძე

20 ნოემბერი, 2018 , 10:50

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სასესხო დავალიანების განულების საკითხზე მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთანაც გაგრძელდება. შესაბამისი განცხადება ბახტაძემ ჟურნალისტებთან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია &bdq

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`