უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 ოქტომბერი, 2018 15:50
font-size

ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“ -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალს „Meiburg Wine Media“-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.

ფესტივალი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ღონისძიებას დაესწრნენ ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები. ფესტივალი მოიცავდა მასტერკლასებს, დეგუსტაციებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს.

დებრა მეიბურგი აცხადებს, რომ ქართული ღვინო ბოლო წლებში ჩინეთის, და ზოგადად აზიის ბაზარზე, განსაკუთრებული პოპულარობითა და ინტერესით სარგებლობს. ღვინის მაგისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩინეთის ბაზარზე იმპორტიორი ქვეყნების სიაში მე-18 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

ანალოგიურ ფორმატში ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს შანხაიში გაიმართება. დებრა მეიბურგის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის აზიის ტურის ფარგლებში“ ღონისძიებები მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ კორეასა და სინგაპურში ჩატარდა. წლის ბოლომდე „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში - მაკაოში, სიამენში, გუანჯოუსა და შენჭენში გაიმართება.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი