უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 იანვარი, 2017 18:40
font-size

ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას საქართველოს 7,3-მილიონიანი ბაზარი გაეხსნება

18 იანვარს სრულდება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი. მოლაპარაკებები 16 იანვრიდან თბილისში იმართება.

საქართველოს დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობს:

“ მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ჩვენს ექსპორტიორებს გაუხსნათ დამატებითი ბაზრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორ რაუნდში მოვახერხეთ აღნიშნული მოლაპარაკებების დასრულება თავისუფალი ვაჭრობის ძირითად დებულებებზე. რამდენიმე საკითხზე ჩვენ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას “ , -განაცხადა გენადი არველაძემ.

ქართული მხარე ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთი წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოს საქართველოს დამატებით 7,3-მილიონიანი ბაზარი გაეხსნება, რაც გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

შეხვედრაზე მხარეებს შორის ისეთი საკითხები განიხილება , როგორიცაა: საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, საბაჟო პროცედურები, საქონლის წარმოშობის წესები, ინსტიტუციური საკითხები და ვაჭრობაში დაცვითი ზომები. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა ყველა ძირითადი მიმართულებით. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ღია საკითხი, რომელზე შეთანხმებაც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხდება.

ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას წინ უსწრებდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები, რომელიც 2016 წელს მიმდინარეობდა. ჰონგ-კონგის დელეგაცია მას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა.

ანა მებურიშვილი

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი