უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 იანვარი, 2017 16:40
font-size

HRW: 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა

Human Rights Watch-მა 2017 წლის მსოფლიო ანგარიში გამოაქვეყნა. 687-გვერდიან ანგარიშში ორგანიზაცია განიხილავს ადამიანის უფლებების პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში.

ანგარიშში საქართველოც მოხვდა. სხვადასხვა თემებთან ერთად ყურადღება 2016 წლის 8 ოქტომბერზე გამახვილდა.

კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია,რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უმრავლესობა მიიღო და ახალი მთავრობის ფორმირებაზე სრული კონტროლი მოიპოვა.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით კი, რომლებსაც ეუთო ხელმძღვანელობდა, საპარლამენტო არჩევნებმა „კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში ჩაიარა, რა დროსაც ძირითადი თავისუფლებები, ზოგადად, დაცული იყო“.

„თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, პროცედურული დარღვევები აღინიშნა ხმების დათვლისას საარჩევნო უბნების თითქმის ერთ მესამედში, ხოლო ძალადობრივი დაპირისპირება ოთხ საარჩევნო უბანზე მოხდა. ადგილობრივი დამკვირვებლების ჯგუფებმა მიუთითეს ხმების მოსყიდვის, პოლიტიკური დაშინებისა და არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის რამდენიმე შემთხვევაზე, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს ფაქტები არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.

არჩევნების დღის წინა კვირის განმავლობაში მომხდარმა სამმა ძალადობრივმა ინციდენტმა დაარღვია სხვამხრივ მშვიდობიანად მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი. 4 ოქტომბერს, აფეთქდა ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ერთ-ერთი ლიდერის მანქანა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. 2 ოქტომბერს, 2 ადამიანი დაიჭრა დამოუკიდებელი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სროლის შედეგად. 1 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ სამ აქტივისტს თავს დაესხნენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების დროს. წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროისთვის სამივე ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობდა" - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საერთაშორისო ორგანზიაციის ანგარიშის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ბოლნისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურ

ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ - თინა ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რამდენიმე რეგიონიდან, უკანონო და ცრუ დავალებებს აძლევდნა პირი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე. "ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევ

სტუ-ის ფაბრიკაციის ლაბორატორიაში ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი „ინოვაციურ მაგიდად“ გარდაიქმნა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი), „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, კოვიდპანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი ინოვაციები განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერი წარმატებული მოდული &

რევაზ კოპალაძე: ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, მიმართულია კომპანიის გაკოტრებისკენ

23 სექტემბერი, 2020 , 14:40

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ სარჩელის შეტ

„ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპ

საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსი მეორე კვარტალში 0.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსის ზრდის გამო, მიმდინარე მშენებლობების თვითღირებულება გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.