უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 იანვარი, 2017 16:40
font-size

HRW: ოპოზიციური პარტიის წევრების სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად

Human Rights Watch-მა 2017 წლის მსოფლიო ანგარიში გამოაქვეყნა. 687-გვერდიან ანგარიშში ორგანიზაცია განიხილავს ადამიანის უფლებების პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში.

ანგარიშში საქართველოც მოხვდა. სხვადასხვა თემებთან ერთად ყურადღება ფარული მიყურადების, პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გავრცელებაზე.
ორგანიზაციის ანგარიშის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რამდენიმე, უკანონოდ ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ასეთ ჩანაწერებს შორის იყო კერძო საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შორის, ასევე, საუბარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის დირექტორსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერს შორის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ ფაქტში მონაწილეობა უარყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გამოძიება დაიწყო.

„მარტში, მთავრობის 2 წევრზე, ოპოზიციის წარმომადგენელსა და ტელეჟურნალისტზე მინიშნებით, უცნობი პირები სექსუალური ურთიერთობების ამსახველი ვიდეოკადრების გამოაქვეყნებით დაიმუქრნენ, თუ ეს პირები თანამდებობებს 31 მარტამდე არ დატოვებდნენ. მუქარა ფარულად ჩაწერილი კადრების YouTube-ზე განთავსების გზით გაკეთდა. ამ კადრებში თითქოს ამ ადამიანების პირადი ცხოვრება ჩანდა, თუმცა მათი სახეები დაფარული იყო. ეს კადრები მალევე დაიბლოკა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს" - აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი