Huffingtonpost : სომხეთის ატომური ელექტროსადგური საქართველოსთვის საშიშროებას წარმოადგენს

სომხეთის მიერ მეცამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მოყვანა რეგიონისთვის საშიშროების შემცვლელია.

ამის შესახებ Huffingtonpost-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

„სომხეთს წელს ახალი ატომური ელექტროსადგური უნდა გაეშვა ექსპლუატაციაში. იგი იმ სადგურს შეცვლიდა რომელსაც National Geographic-მა რამდნეიმე წლის წინ ყველაზე საშიში ატომური ელექტროსადგური უწოდა. 2016 წელი დაიწყო, თუმცა ახალი ატომური სადგური კი არ მუშაობს, არამედ მასზე მუშაობაც ჯერ არ დაწყებულა“,-ნათქვამია სტატიაში.

პრობლემა ფინანსებს უკავშირდება. პროექტის ღირებულებაა 5 მილიარდი დოლარია, რასაც სომხეთი ვერ გაწვდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგური აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს და სომეხი ჩინოვნიკების აზრით, თუ მეწამორში მორიგი მიწისძვრა მოხდება, ბირთვული კატასტროფა გადაუვალი იქნება.

სომხეთმა მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება ელექტროენერგიის მიღების სხვა წყაროს არარსებობის გამო მიიღო. ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ბირთვული ობიექტის თავიდან გაშვება მოხდა,-წერს სტატიის ავტორი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახალი სადგურის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებას აპირებდა, 2008 წელს დაწყებული გლობალური კრიზისის გამო ეს ვერ მოხერხდა.

ექსპერტრები მიიჩნევენ, რომ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს დამცავი კორპუსი არ გააჩნია, რომელიც ავარიის შემთხვევაში გასხივების არიდებას შეუწყობდა ხელს.

Huffingtonpost წერს, რომ მეწამორის ავარია სომხეთს დააცარიელებს, რადგან საკუთარ სახლებს მოსახლოების მესამედი დატოვებს .

გარდა ამისა, გამოსხივება თურქეთის ტერიტორიასაც შეეხება, რომლის საზღვარი ბირთვულ ობიექტისგან სულ რაღაც 10 კილომეტრში მდებარეობს.

ასევე საშიშიროება მეზობელ საქართველოსა და ირანს შეეხება, წერს სტატიის ავტორი.

მონიკა დავლიანიძე