უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 აგვისტო, 2018 14:10
font-size

Human Rights Watch საქართველოს ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ მოუწოდებს

Human Rights Watch-ის შეფასებით, საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ზედმეტად მკაცრია. ორგანიზაციამ მოუწოდა ხელისუფლებას, ნებისმიერი სახის ნარკოტიკის პირადი მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია განახორციელოს.

Human Rights Watch-მა დღეს გამოაქვეყნა 67-გვერდიანი ანგარიში „სამაგალითო დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“, რომელშიც შესწავლილია თვითნებური სავალდებულო ნარკოტესტირების პრაქტიკა, იძულებითი საპროცესო შეთანხმებები და დამატებითი, ავტომატურად გამოყენებული სასჯელები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ან მთელი რიგი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების აკრძალვა, რაც ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის მოპოვების შესაძლებლობას უზღუდავს.

„ეს არ არის მოწოდება ლეგალიზაციისკენ, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით ფლობა შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარჩეს, რითვისაც სანქციის სახით შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს ჯარიმა. ხელისუფლების მხრიდან მეტი ფოკუსირება უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიან ღონისძიებებზე, რომლებიც ნარკოდამოკიდებულების პრევენციასა და დაძლევაზე და თანმდევი ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული“, - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად პოლიცია თვითნებურად აკავებს ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოლოგიური ტესტირების ჩატარების მიზნით, თუმცა საშუალოდ, ტესტირებების მხოლოდ 30% აჩვენებს დადებით შედეგს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2012 წლიდან ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია მოხდა.

„საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ზოგიერთი ყველაზე მკაცრი კომპონენტი 2006 წელს იყო შემოღებული. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ამ პოლიტიკის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია მოახდინა და შეამცირა სისხლის სამართლებრივი სანქციები ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაზე; ასევე, მიიღო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც ძირითად პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია განისაზღვრა. ნარკოპოლიტიკის შემდგომ ლიბერალიზაციაზე ასევე დადებითად იმოქმედა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა. მაგალითად, 30 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისთვის. საქართველოს მთავრობა ნარკომომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს ოპიოიდური დამოკიდებულების მეტადონით ან სუბოქსონით ჩანაცვლებით მკურნალობასა და ხანმოკლე დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის სერვისს. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროგრამების დაფინანსება“, - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

ანგარიში ემყარება 85 სიღრმისეულ ინტერვიუს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანებთან, მათ ადვოკატებთან, ოჯახის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა უფლებადამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

საკვანძო სიტყვები:

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

20 იანვარი, 2020 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამის შესახ

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ისრაელში მიემგზავრება

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზი

როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო - მარკუეინ მალინი

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან, რაც ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას აზარალებს. ყოველივე ეს შესაძლოა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით დასრულდეს. აღნიშნული შინაარსის ღია წერილით ამერ

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`