უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მარტი, 2019 17:06
font-size

ია კერზაიას საქმეზე `ევროპული საქართველო` გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს. სერგი კაპანაძის თქმით ამ დრომდე, დასჯილი არ არის არც ერთი პირი, ვინც ია კერზაიას წინააღმდეგ დევნასა და ზეწოლაში მონაწილეობდა. ამიტომ დეპუტატის თქმით, მთავარმა პროკურორმა პასუხი უნდა გასცეს დეპუტატების შეკითხვებს.

„პროკურატურამ დაიწყო თითქოს გამოძიება მაგრამ არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ერთის მხრივ მეექვსე საჯარო სკოლის ეგზეკუციაში და მეორეს მხრივ, რომლებიც იბარებდნენ ქალბატონ ია კერზაიას და მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მხედველობაში მყავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალაქ ზუგდიდში ბატონი ფარცვანია, ყველანი არიან ჯერ კიდევ თავის თანამდებობებზე. დღეს სამართლიან არჩევნებმა გამოაქვეყნეს დასკვნა რომელითაც ჩვენი ეჭვები დადასტურდა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ევროპული საქართველო" მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მოუწოდებს აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„პირველ რიგში იმისთვის რომ მოეფინოს ამ საქმეს ნათელი მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა აიღოს ამ საქმეზე პასუხისმგებლობა. მას უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები თანამდებობიდან. მან ეს არ გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ ის იზიარებს ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

26 ივნისი, 2019 , 10:51

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე პროპორციულ საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ყველა პარტნიორთან, საქართველოში საარჩევნო

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობისთვის პარლამენტმა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დილის 9 საათზე ჩანიშნა

25 ივნისი, 2019 , 23:31

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობისთვის პარლამენტმა ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დილის 9 საათზე ჩანიშნა - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ სის

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს - მამუკა ბახტაძე

25 ივნისი, 2019 , 23:08

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „

ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, ეს არის ჩვენი მიდგომა - მამუკა ბახტაძე

25 ივნისი, 2019 , 23:03

ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, საუკეთესო მაგალითია 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესაფასებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში“ პირდაპირი

პარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა

25 ივნისი, 2019 , 21:25

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 25 ივნისის N013/4 მომართვა გააცნო, რომელიც პარლამენტის წევრის, ნიკანორ მე

ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა - გიორგი ჩაკვეტაძე

25 ივნისი, 2019 , 17:56

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლ