უკან

პოლიტიკა

3 ივნისი, 2017 15:15
font-size

იან კელი პრეზიდენტთან და იანოშ ჰერმანთან ერთად იმყოფებოდა პანკისის ხეობაში - გიორგი აბაშიშვილი ტრისტან წითელაშვილის ბრალდებაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

აბაშიშვილის განცხადებით, იან კელი, პანკისის ხეობაში ვიზიტის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ხეობაში დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.

„პრეზიდენტთან ერთად იან კელი, ისევე როგორც იანოშ ჰერმანი, იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში, სადაც ჰქონდათ შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე გავეცანით იმ პროექტებს, რომლებიც პანკისის ხეობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე „დასავლური საფრთხეები საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ტრისტან წითელაშვილი იყო. საინფორმაციო სააგენტო პატრიოტი tv-ის გავრცელებულ ვიდეოში წითელაშვილმა ამერიკის ელჩი დაადანაშაულა, რომ ის „საქართველოს შიდა საქმეებში“ ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს შეხვდა.

ანა მებურიშვილი

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში - ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 21:06

მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ

მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად - ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 19:06

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

30 ოქტომბერი, 2020 , 17:30

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც საფრანგეთს პარლამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეებითა და საერთაშორისო ექსპერტებისგან შედგება, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა წინასაარჩევნო გარემო. "ვისაუბრ

პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე - ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი, 2020 , 16:35

პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში,-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფ

„ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 16:20

იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გო

საკმარისი დამკვირვებლები გვყავს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებაში - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 15:25

“ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, ბრიუსელში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, პირადად ვესაუბრებოდი როგორც ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ასევე კომისიის წევრებს, რომ მაქსიმალური რაოდენობა დამკვირვებლებისა ჩამოსულიყო საქართველოში და ი