უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 მარტი, 2018 17:10
font-size

იან კელი საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ რუსეთის პასუხისმგებლობებზე საუბრობს

საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რუსეთი არის ოკუპანტი ძალა, შესაბამისად, მას აქვს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ–ს ელჩმა, იან კელიმ განუცხადა.

იან კელიმ კომენტარი გააკეთა ჟენევის რაუნდის მომავალ მოლაპარაკებებზე, რომელიც 27-28 მარტს გაიმართება და ამასთან დაკავშრებით გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადებას. საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რუსეთი არის ოკუპანტი ძალა, შესაბამისად, რუსეთს აქვს პასუხისმგებლობა და წილი. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო შეიარაღება აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი შეასრულებს პოზიტიურ როლს, რათა მოხდეს არსებული დაძაბულობის განტვირთვა, არ გაგრძელდეს კონფლიქტი და აღარ მოხდეს საზღვრების გადმოწევა. ასე რომ, რუსეთს აქვს გარკვეული როლი ამ ყველაფერში“, – განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიიღწევა. კარასინისვე ინფორმაციით, შესაძლებელია ჟენევაში მართლაც გაფორმდეს დეკლარაცია, სადაც ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას ცალმხრივად არა რუსეთი , არამედ ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილე აიღებს. ზეპირი დეკლარაცია ნეიტრალური ხასიათის იქნება, ანუ მასში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ნახსენები არ იქნება.

ცირა გურგენიძე

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ