უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ოქტომბერი, 2020 15:00
font-size

წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების და კონკრეტული სასულიერო პირების მონაწილეობა შეინიშნება - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას 2020 წლის 15 ოქტომბრიდან აკვირდება, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონიტორინგის შედეგები 15 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებსაც ეყრდნობა,- ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აქვეყნებს.

მათი ცნობით, დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა, რომ ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებში ნდობის მოპოვებისა და არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად მართლმადიდებლური ეკლესიის და მღვდელმთავრების წინასაარჩევნო აგიტაციაში გამოყენებას ცდილობენ, მეორე მხრივ, კი, ადგილი ჰქონდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან როგორც პირდაპირ მოწოდებებს საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ (ან საწინააღმდეგოდ), ასევე ისეთ მოქმედებებს, რასაც ამომრჩეველის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

“საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები დაფუძნებულია საყოველთაობის, ფარულობის, თანასწორობის და თავისუფლების პრინციპებზე. ამომრჩეველმა თავისი გადაწყვეტილება - რომელ პოლიტიკურ ძალას ანდოს ქვეყნის მართვა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე უნდა მიიღოს. საქართველოს საარჩევნო კოდექსი რელიგიურ ორგანიზაციებს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას და აგიტაციაში მონაწილეობას. შეზღუდვა არ ვრცელდება სასულიერო პირებზე. თუმცა, რელიგიური ორგანიზაციების ავტორიტეტიდან გამომდინარე, სასულიერო პირის მიერ გაწეულმა აგიტაციამ, შესაძლოა ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე ზეგავლენა იქონიოს. 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, მღვდელმთავრები პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას რვა შემთხვევაში დაესწრნენ. სასულიერო პირები ესწრებოდნენ პარტიის „ქართული იდეა“ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებასაც. 1-ლი ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზაციის დაკვირვებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და მედია საშუალებების მიერ გაშუქდა სასულიერო პირების მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაციის არანაკლებ რვა შემთხვევა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაახლოებით, 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მიერ რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გამოყენების ფაქტებს, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რელიგიურმა ორგანიზაციებმა და კონკრეტულმა სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა და ისეთი ქმედებებისგან, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე.

დაკვირვება შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია დემოკრატიის კვლების ინსტიტუტი, ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს“,- აღნიშულია ინფორმაციაში.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი