უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 სექტემბერი, 2019 12:30
font-size

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარს (4.4 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, 3 302.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტით გაიზარდა და 1 495.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 571.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 25.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 479.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (11.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.9 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 050.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.5 პროცენტით განისაზღვრა.

ამასთან, იმავე პერიოდში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 274.0 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 494.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.7 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 768.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6.7 პროცენტი იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (338.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (315.0 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (217.4 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (993.8 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (574.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (565.2 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 137.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (903.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (682.5 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 430.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 381.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 207.1 მლნ. აშშ დოლარით (8.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით რომლის იმპორტმა 474.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 423.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 375.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი).

ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:30

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხად

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საბანკო სესხის პროცენტი რესტორნებსაც დაუსუბსიდირდებათ - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონ

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

დღესაც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი

მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „FDI გრანტი“ დაამტკიცა

19 ნოემბერი, 2020 , 17:14

თბილისი. მედიანიუსი. 19.11.20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვეს

იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2020 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინსწარი შედეგების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.0 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2020 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამი