უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 აგვისტო, 2024 12:24
font-size

იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 7.2 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 532.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 44.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით შემცირდა და 1 586.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 325.8 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 258.9 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 156.9 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 201.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2025 , 12:47

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პ

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

22 აპრილი, 2025 , 15:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 618.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შე

2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 1.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 მარტი, 2025 , 12:19

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 835.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.0 პრ

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.6 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 მარტი, 2025 , 12:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 567.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთა

Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა

6 მარტი, 2025 , 18:56

გალტ & თაგარტმა Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე კავკასიის  ეკონომიკების და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა. ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

28 თებერვალი, 2025 , 12:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარში, წინა წლ