ეკონომიკა
იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 42.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.9 პროცენტით შემცირდა და 2 040.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 420.2 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 304.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 210.1 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 226.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 213.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 169.8 მლნ. აშშ დოლარით.
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09
„იგლ ჰილსის“ ქართული პროექტი რიგ ქვეყნებში ამ კომპანიის პროექტებისგან განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან - მარიამ ქვრივიშვილი
24 დეკემბერი, 2025 , 17:55
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მე-3 კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი
9 დეკემბერი, 2025 , 11:55


