უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 აპრილი, 2018 12:50
font-size

იანვარ-თებერვლის მონაცემებით 4.9 %-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩვენ 2017 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5% და 2018 წლის ორ თვეშიც, იანვარ-თებერვალში, ასევე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები მთელ რიგ მიმართულებებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორისაა — საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

,,2018 წელს ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის, რათა მათ განახორციელონ ახალი გეგმები, ახალი ინვესტიციები. ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, სხვა მთელ რიგ მაჩვენებლებთან ერთად იძლევა საკმაოდ პოზიტიურ სურათს.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის თებერვალში დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა, კერძოდ 2018 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტის 25 %-იანი, ხოლო იმპორტის 8.7 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა იქონია მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან.

ზრდის ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს რაც შეეხება - 20.6 %-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, თითქმის 13%-მდე იყო და შემცირდა 8.7 % -მდე რაც 531 მლნ. აშშ დოლარით შემცირებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის სტაბილურობისათვის და ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მაჩვენებელია.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა, რომელიც არის ერთ-ერთი სარეიტინგო კომპანია სამ მსხვილ მსოფლიო სარეიტინგო კომპანიას შორის, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით გააუმჯობესა. მოგეხსენებათ, რომ რეიტინგი ორ მაჩვენებელში აისახება, სადაც ერთი არის ჩვეულებრივი სტატიკური მაჩვენებელი, ხოლო მეორე მიუთითებს პერსპექტივას. საქართველოს პერსპექტივა „Fitch”-ის მიხედვით იყო სტაბილური და სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით გაუმჯობესდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის.

ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინვესტიციების შემოსვლის კუთხით და რათქმაუნდა, საბოლოო ჯამში ასეთი სტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელზეც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მაღალი იქნება, განუხრელად მიგვიყვანს სიღარიბის თანდათანობით შემცირებისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს დინამიკა საკუთარ თავზე და საკუთარ შემოსავლებზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე