უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 მარტი, 2017 14:50
font-size

იანვარი იყო ძალიან წარმატებული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით - გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ წელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარი იყო ძალიან წარმატებული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის იანვარის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსხურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს გამოეხმაურა და მას პოზიტიური შედეგი უწოდა.

„იანვარი იყო ძალიან წარმატებული. 5,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა გახლავთ ძალიან მისასალმებელი შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გაანალიზების დროს ჩვენ ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს. მაგალითად, ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველა პარამეტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, დღგ-ს ბრუნვა თითქმის 21%-ით არის გაზრდილი, 33 %–ით არის გაზრდილი ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა. ბევრი დადებითი პარამეტრია– გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს,’’- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმება შეაფასა და გაწეული სამუშაოსთვის ეკონომიკური გუნდს და ვიცე- პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას სავალუტო ფონდთან. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს. უმნიშვნელოვანესი სამუშაო დასრულდა– სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი სამწლიანი პროგრამა საქართველოსთვის, რაც ნიშნავს პირდაპირ დაფინანსებას ბიუჯეტში და ასევე – მწვანე შუქის ანთებას ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის, საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების კუთხით. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი, რაც ნიშნავს, რომ 4–პუნქტიანი პროგრამა ძალიან წარმატებულია და თვითონ ამ პროგრამამაც წარმატებული სტარტი აიღო. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების კუთხით ანთებული მწვანე შუქი, თავის მხრივ, მეტყველებს, რომ ჩვენი სივრცითი განვითარების პროგრამა აუცილებლად წარმატებით განხორციელდება, რაც ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სრულიად სხვა დონეს ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს, ინვესტიციებს პარალელურად უკვე კერძო სექტორის მხრიდანაც და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან კარგი სტარტი“, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე