ეკონომიკა


იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა.
„იანვარში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.3074, ხოლო მინიმალურმა 3.2766 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.3 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.6 პროცენტი დაფიქსირდა.
საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 0.2 პროცენტით და თურქული ლირის მიმართ 4.4 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო რუსული რუბლისა და სომხური დრამის მიმართ 0.5 პროცენტით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის მიმართ დოლარი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 2021 წლის იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 0.9 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.1 პროცენტით გაუფასურდა.
„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 9.1 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.4 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან იანვარში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 2.8 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში – 15.0 პროცენტი, ბელორუსში – 7.7 პროცენტი, უკრაინაში – 6.1 პროცენტი, რუსეთში – 5.2 პროცენტი, სომხეთში – 4.7 პროცენტი, აზერბაიჯანში – 3.3 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აშშ-ში – 1.4 პროცენტი და ევროზონაში – 0.9 პროცენტი“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
8 აპრილი, 2021 , 17:30

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება
8 აპრილი, 2021 , 17:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45
საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება - მსოფლიო ბანკი
31 მარტი, 2021 , 12:50

2020 წელს საქართველოს მთლიანი საერთაშორისო აქტივები 125.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა - ეროვნული ბანკი
30 მარტი, 2021 , 10:49