უკან

ეკონომიკა

19 თებერვალი, 2019 12:50
font-size

იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა.

ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 59.7 მილიონი დოლარის ექსპორტი, რაც 7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 25.0 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 139.5 მილიონ დოლარს მიაღწია (6.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 23.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 199.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

იანვარში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 125.4 მილიონი დოლარის საქონელი, რაც 55.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.5 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 168.9 მილიონ დოლარს გაუტოლდა (23.8 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 294.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.6 პროცენტით ნაკლებია.

იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) ჯამში 826.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 238.8 მილიონ დოლარს შეადგენს (7.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 588.0 მილიონ დოლარს (1.1 პროცენტით ნაკლები).

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ივნისისთვის - დოლარი - 2.8333 ლარი, ევრო - 3.2260

25 ივნისი, 2019 , 17:47

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ივნისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8333 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7945 ღირდა. შესაბამისად, ლარი

ეროვნული ბანკი სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებზე ინფორმაციას ავრცელებს

25 ივნისი, 2019 , 15:55

მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერაქტიულ პრესრელიზებს აქვეყნებს სესხებისა და დეპოზიტების ყოველთვიური მონაცემების შესახებ. მათში დეტალურადაა აღწერილი რეზიდენტი კომერციუ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 ივნისი, 2019 , 14:35

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმ

დაკრედიტების მოცულობამ 27.6 მლრდ-ს გადააჭარბა

25 ივნისი, 2019 , 13:20

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მაისში წინა თვესთან შედარებით 3.57%-ით (958 მლნ ლარით) გაიზარდა და 27.63 მლრდ ლარს მიაღწია. სტატისტიკურ მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მაისში ლარში გაცემული სესხე

დეპოზიტების მოცულობამ 24 მლრდ-ს გადააჭარბა

25 ივნისი, 2019 , 13:20

კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა მაისში წინა თვესთან შედარებით 3.71%-ით - 858 მლნ ლარით 24.01 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 504 მლნ ლარით, მოთ

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

25 ივნისი, 2019 , 13:15

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მაისში წინა თვესთან