უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 თებერვალი, 2018 12:30
font-size

იაპონია ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციით დაინტერესდა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ტარო კონოსთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-იაპონიის ისტორიულ მეგობრობას და წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას.

იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას და ქართველ ხალხს მიულოცა ტოშინოჩინის იგივე ლევან გორგოძის გამარჯვება იაპონიის საიმპერატორო თასზე, აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის მოღვაწეობას ქვეყნებს შორის კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გასაღრმავებლად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა იაპონელ კოლეგას საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნის მხარდაჭერისთვის და აღინიშნა იაპონიის მთავრობის აქტიური ხელშეწყობა საქართველოს განვითარების სხვადასხვა პროცესში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს და მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარებას. ორივე მხარე მიესალმა ქვეყნებს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკების მიმდინარეობას და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკების პროცესი ახლო მომავალში წარმატებით დასრულდება. ამასთან იაპონიის მხარემ გამოთქვა დაინტერესება ხელი შეუწყოს იაპონიის ბაზარზე ქართული პროდუქტის, მათ შორის ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება განავითარონ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა იაპონიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების გადაწყვეტილებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში და ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის თბილისში დაფუძნება. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა იაპონიას, კერძოდ საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით აღჭურვისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღინიშნა იაპონური კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერესი.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის აღინიშნა სუამი-იაპონიის ფორმატის ეფექტური ფუნქციონირება. მიხეილ ჯანელიძემ იაპონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი