უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივნისი, 2017 12:00
font-size

იაპონია სქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუმიო კიშიდასთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარკების დაწყების თაობაზე.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის- 25 წლისთავის მნიშვნელობა. მინისტრების შეფასებით ამ ხნის განმალობაში ორი ქვეყნის მეგობრობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს, როგორც არის დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა.

იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას განავითარონ ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები და ასევე იქნება კარგი სიგნალი იაპონური საქმიანი წრეებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობებით. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს კლიმატს.

ფუმიო კიშიდას განცხადებით იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემოს გათვალისწინებით იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იაპონიის მოქალაქეებისათვის არსებულ ე.წ. "Travel adviser"-ში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის შესახებ მონაცემი გაუმჯობესდება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იაპონური ტურისტების მოზიდვას.

მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, საქართველომ გამოხატა დაინტერესება ამ მხრივ გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს , როგორც პოლიტიკური, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში იაპონიის განვითარების სააგენტოს JICA-ს წარმატებული საქმიანობა. იაპონიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც განაგრძოს აქტიური ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგრეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

დღეს მარიამობის მარხვა დაიწყო

14 აგვისტო, 2020 , 06:00

დღეს მარიამობის მარხვა დაიწყო, რომელიც 28 აგვისტოს დასრულდება. მარიამობის მარხვა დაკავშირებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებასთან, რომელსაც წმინდა ეკლესია ახალი სტილით 28 აგვისტოს აღნიშნავს. მართლმადიდებელმა ეკლესიამ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0728 ლარი გახდა

13 აგვისტო, 2020 , 17:53

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0728 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0728 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული კიდევ 13 პირის ნეშტი იდენტიფიცირებულია

13 აგვისტო, 2020 , 17:10

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) მიერ ამოცნობილია. ინფორმაციას ამის შესახებ კომიტეტი ავრცელებს.

თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება

13 აგვისტო, 2020 , 16:35

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მიმართავს

13 აგვისტო, 2020 , 16:35

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2020 წლის 30 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების თაობაზე, რომლ

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

13 აგვისტო, 2020 , 16:35

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე