უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 სექტემბერი, 2018 12:33
font-size

იაპონიაში საქართველოს საელჩოში მიწისძვრით ან ტაიფუნის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ ეტაპზე შეტყობინება არ შესულა

იაპონიაში საქართველოს საელჩოში მიწისძვრით ან ტაიფუნის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ ეტაპზე შეტყობინება არ შესულა.

როგორც საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, დავით გოგინაშვილი აცხადებს, საელჩო უკვე დაუკავშირდა კუნძულ ჰოკაიდოზე მცხოვრებ ქართველს და გაარკვია, რომ დაშავებული არ არის.

„ჩვენი ინფორმაციით, ვინც ცხოვრობს კუნძულ ჰოკაიდოზე, მას დღეს დავუკავშირდით და ქართველი არავინ არის დაშავებული. ვინც დარეგისტრირებულია და ვისზეც საელჩოს აქვს ინფორმაცია, ნამდვილად არავინ დაშავებულა. შუქი აქვთ გათიშული და როგორც გავარკვიეთ, მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას. საელჩოს სატალეფონო ნომერი მუშაობს და ნებისმიერ დროს მზად ვართ, მივიღოთ ზარები“, – განაცხადა გოგინაშვილმა.

რაც შეეხება, კანსაის რეგიონს, რომელსაც ტაიფუნმა გადაუარა, მისი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ქართველები არც იქ არიან.

„კანსაის რეგიონში უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ყველანი კარგად არიან. ჰოკაიდოზე ერთი ქართველი ცხოვრობს, კანსაის რეგიონში მეტი, მაგრამ რამდენიმე მათგანი ახლა საქართველოში იყო წამოსული“, – განაცხადა დავით გოგინაშვილმა ,,პირველ არხთან“ საუბარში.

ცნობისთვის, იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მიწისძვრაოხდა, რომლის სიმძლავრემ 6.7 მაგნიტუდა შეადგინა. დაიღუპა სულ მცირე, 8 ადამიანი, 40 კი დაკარგულად ითვლება.

გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ - სერგეი ლავროვი

17 ივლისი, 2019 , 10:15

გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ საუბრისას, სადაც მოქა

მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკომისიის ახალ პრეზიდენტთან მჭი

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

16 ივლისი, 2019 , 14:35

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას, ასევე შესრულებული სამუშაოსა და გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. როგორც აზერბაიჯანული სააგე

დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

16 ივლისი, 2019 , 11:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით 16-19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისად

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება

15 ივლისი, 2019 , 12:55

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება. შესაბამის შეთანხმებას ქართული მხრიდან გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე მოაწერს ხელს, რაზეც უფლებამოსილება მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბა

„თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა“

15 ივლისი, 2019 , 12:05

თურქეთის რესპუბლიკის საელჩო პრესრელიზს ავრცელებს. „თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა. 2016 წლის 15 ივლისის ღამეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ დაგეგმი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს