იაპონიაში უპილოტო ტაქსი 2020 წლისთვის გამოჩნდება

იაპონიის მთავრობა ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის, რომლებიც ტოკიოში 2020 წელს გაიმართება, უპილოტო ტაქსს დანერგავს.

ამის შესახებ იაპონიის ტელესაკომუნიკაციო კომპანია NHK იტყობინება.

უპილოტო ტაქსის ტექნოლოგიის ოპერატორმა გარკვეული პირობა უნდა შეასრულოს. კერძოდ, იაპონიის მთავრობა დაავალდებულებს ოპერატორს, რომელიც უპილოტო ტაქსის ტექნოლოგიას გამოიყენებს,ავტო საგზაო შემთხვევის დროს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

ოპერატორი ასევე ვალდებულია იქონიოს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უპილოტო ტაქსის დისტანციურ კონტროლს და პრობლემების აღმოჩენის შემთხვევასი, ტაქსის შეჩერება მოახერხოს.

2015 წლის ოქტომბერში იაპონურმა კომპანია Robot Taxi Inc-მა განაცხადა, რომ რობოტაქსის ცდები დაიწყო. კომპანია სერვისის გაშვებას 2016 წლის დასაწყისში გეგმავდა. ცდებში მონაწილეობა 50 ადამიანს უნდა მიეღო.

19 მაისს ტაქსის სერვისმა Uber-მა განაცხადა, რომ პირველი უპილოტო ტაქსის ცდები დაიწყო, რომელიც Ford Fusion-ის საფუძველზე შეიქმნა და მას გააჩნია გადაცემათა კოლოფი ,რომელიც მას მღოლის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობას ანიჭებს.

უპილოტო ტაქსის ცდებს ასევე General Motors-ი და ამერიკული სერვისი Lyft-ი განახოციელებენ, რომლებიც Uber-ის მთავარო კონკურენტები არიან.

მონიკა დავლიანიძე