ეკონომიკა

იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შპს „არომაპროდაქტსმა“ ქართული კივის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე განახორციელა.
ამის შესახებ „მედიანიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ იგეგმება იაპონური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა გაზარდონ ქართული პროდუქციის ექსპორტი იაპონიაში.
სააგენტოს ცნობით, იაპონური მხარე ასევე აპირებს აქტიური კამპანიის წარმოებას, საქართველოს, როგორც საინტერესო ბიზნეს მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით. მოცემული კამპანიის ხელშეწყობის პროცესში იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან ერთად სააგენტოც ჩაერთვება.
შპს "არომაპროდაქტსმა" 2021 წლის 21-25 თებერვალს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და The USAID Agriculture Program -ის მხარდაჭერით, კომპანიამ სხვა ქართულ ბრენდებთან ერთად - Gulfood 2021 გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
„ემირატების და საერთოდ შუა აზიის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ წარმოდგენილნი ვართ საკმაოდ მსხვილ ქსელებში“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ვალერი გუგუშვილი.

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
8 აპრილი, 2021 , 17:30

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება
8 აპრილი, 2021 , 17:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
6 აპრილი, 2021 , 14:45
საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება - მსოფლიო ბანკი
31 მარტი, 2021 , 12:50

2020 წელს საქართველოს მთლიანი საერთაშორისო აქტივები 125.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა - ეროვნული ბანკი
30 მარტი, 2021 , 10:49