უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 აპრილი, 2019 16:20
font-size

„იბეიზე“ გასაყიდად გატანილი ნახატი შესაძლოა, ლადო გუდიაშვილს არ ეკუთვნოდეს

ლადო გუდიაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ნამუშევარი „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“, რომელიც ვებგვერდ „იბეიზე“ (ebay) იყიდება, არასოდეს უნახავთ.

როგორც მხატვრის ოჯახის წევრებმა პირველ არხს განუცხადეს, იმისთვის, რომ დადგინდეს, ორიგინალია თუ არა ნახატი, კომისიისა და სპეციალისტების დასკვნაა საჭირო, რომელშიც ლადო გუდიაშვილის ოჯახის წევრები არ ერევიან.

„იბეიზე“ გასაყიდად განთავსებულ ნამუშევართან დაკავშირებით პირველი არხი ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძესაც ესაუბრა.

ნინო ხუნდაძე აცხადებს, რომ ლადო გუდიაშვილის აღნიშნული ნამუშევარი მისთვის ცნობილი არ არის.

„ერთი დათვალიერებით არის ფრაგმენტები და ფიგურები, რომელიც ჰგავს ლადო გუდიაშვილის ნამუშევარს, თუმცა არის ფრაგმენტებიც, რომელიც ეჭვს იწვევს. ერთი შეხედვით ვერ ვიტყვი. ჰგავს მის ხელწერას, მაგრამ სანამ არ ნახავ ორიგინალს, ფოტოსურათით რთული სათქმელია ეკუთვნის თუ არა ეს ნამუშევარი ლადო გუდიაშვილს“,- აცხადებს ხელოვნებათმცოდნე.

მისი თქმით, უნდა ჩატარდეს ტექნოლოგიური ანალიზი, კვლევა, რადგან სტილისტური დათვალიერება ასეთ დროს საკმარისი არ არის და დეტალების შესწავლა ორიგინალ ნამუშევარზე უნდა მოხდეს.

ამასთან, ხელოვნებათმცოდნე აცხადებს, რომ ისეთი დიდი ფერმწერის ნამუშევრისთვის, როგორც ლადო გუდიაშვილია, „იბეიზე“ განთავსებული ნამუშევრის ფასი დაბალია.

ინტერნეტგაყიდვების ვებგვერდ „იბეიზე“ (ebay) ლადო გუდიაშვილის ნახატი, სახელწოდებით „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ 120 000 აშშ დოლარად იყიდება. აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატი ზეთშია შესრულებული. ასევე მითითებულია, რომ ნახატს დაზიანებები არ აღენიშნება და მხატვარი ნამუშევარს 1900-1949 წლებში ქმნიდა.

წყარო: 1tv.ge

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს