უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 მაისი, 2017 16:20
font-size

იბერია ტვ-ის სამაწუყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე ნატო ჩხეიძე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე დაიკითხა.

მოწმემ დეტალურად გაიხსენა 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციის’’ შემდგომი პერიოდი, კერძოდ კი, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მისი მეუღლის, ზაზა ოქუაშვილის ბიზნესზე დაწყებული ზეწოლა, რაც ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალ კომპანიებში სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრასა და იბერია ტვ-ის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობაში გამოიხატა.

ნატო ჩხეიძის თქმით, 2003 წლის დეკემბერში, ზაზა ოქუაშვილს ბესარიონ კეიდიამ უთხრა, რომ ,,შეიცვალა ხელისუფლება და თუ სურდა, მის მიერ დაფუძნებული კომპანიების დაცვა, კარგი იქნებოდა პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეხვედროდა ბადრი პატარკაციშვილს.’’

როგორც ჩხეიძე იხსენებს, მას შემდეგ, რაც კეიდიას რჩევაზე ზაზა ოქუაშვილს რეაგირება არ მოუხდენია, 2004 წლის 19 თებერვალს ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალ კომპანიებში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში არსებულ ფილიალებშიც და ასევე, ჩუბინაშვილის #41-ში მდებარე ტელეკომპანია ,,იბერიას’’ შენობაში, სპეცდანიშნულების რაზმები შეიჭრნენ.

მოწმის თქმით, შექმნილ სიტუაციას დიდი პროტესტი მოყვა საზოგადოებაში და ტელეკომპანიის დასაცავად მიტინგები იმართებოდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც თავად კომპანიებში დასაქმებულები და რიგითი მოქალაქეები, ისე პარლამენტის წევრები.

ჩხეიძის ინფორმაციით, 2004 წლის თებერვლის ბოლოს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია ,,იბერიას’’ შენობაში შეხვედრა ჰქონდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან, რომელმაც უთხრა, რომ კომპანიებში მუშაობის განახლებისთვის უნდა დაეთმო მთლიანი ბიზნესის 51%.

,,მისი ნათქვამიდან ჩანდა, რომ ეს წილები უნდა გადაფორმებულიყო მათზე, ვისაც, ხელეწიფებოდა ჯარის გაყვანა, ანუ მმართველ გუნდზე’’, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, საზოგადოების პროტესტის ფონზე კვლავ გამოჩნდა ბესარიონ კეიდია, რომელმაც კიდევ ერთხელ ურჩია ზაზა ოქუაშვილს ,,დროულად მიეხედა საქმისთვის.’’

მოწმის თქმით, ამის შემდეგ, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა შეხვედროდა ბადრი პატარკაციშვილს. შეხვედრა შედგა რიტუალების სასახლის შენობაში და მას კეიდიას, ზაზა ოქუაშვილის და ბადრი პატარკაციშვილის გარდა, ესწრებოდნენ ვანო ჩხარტიშვილი და დავით ბეჟუაშვილი.

,,იქ დაკონკრეტდა მოთხოვნები, რომ ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალი კომპანიების 51% უნდა გადაფორმებულიყო პრეზიდენტზე, გენერალურ პროკურორზე, ბადრი პატარკაციშვილზე, ჩხარტიშვილსა და ბეჟუაშვილზე და ეს პროცენტები უნდა გადანაწილებულიყო რანგის მიხედვით. ასევე, უნდა გადახდილიყო 2 მილიონი ლარი, ვითომდა დავალიანების სახით, რომ გაემართლებინათ კომპანიებში შემოსვლა. ფორმალურ მმართველად ზაზა დარჩებოდა’’, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

როგორც მოწმე იხსენებს, წილების დოკუმენტურად გადასაფორმებლად, ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც მარტის ბოლოდან დაიწყო და მაისის თვეშიც გაგრძელდა, თუმცა პროცესი ჭიანურდებოდა და ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ნატო ჩხეიძის თქმითვე, მაისში ზაზა ოქუაშვილს შეხვდა ბესარიონ კეიდია და გააცნო ახალი პირობები, რომლის თანახმად 51%-იანი წილის დათმობის ნაცვლად ბიზნესმენს 65%-ის გადაფორმებას სთხოვდნენ. მოწმის თქმით, მისი მეუღლე უარს აცხადებდა და არ აპირებდა წილების დათმობას. საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც ჩხეიძე იხსენებს, ამავე პერიოდში დეპუტატების და ოჯახის ახლობლების მხრიდან ისმოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ,,ზაზა ოქუაშვილს მალე დაიჭერდნენ.’’

ამის შემდეგ, ზაზა ოქუაშვილმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და მაისის ბოლოს საქართველოდან გაემგზავრა.

რაც შეეხება კონკრეტულად, ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საკითხს, როგორც ჩხეიძე იხსენებს, ოჯთ-ს მენეჯერისგან, ლევან აღდგომელაშვილისგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი იბარებდა. უწყებაში მისულ აღდგომელაშვილს, ადეიშვილის ნაცვლად მისი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე შეხვდა.

ჩხეიძის ინფორმაციით, სწორედ ლაცაბიძისგან მოისმინა აღდგომელაშვილმა ადეიშვილის დავალება, კერძოდ, ის ულტიმატუმი და პირობები, რომლებიც საჭირო იყო კომპანიებში მუშაობის აღსადგენად.

,,როგორც სახელმწიფო დავალიანება გადახდილი უნდა ყოფილიყო 23 მილიონი ლარი და ეს გადასახადი არ გასაჩივრებულიყო. ამას გარდა, უნდა მომხდარიყო ტვ იბერიას ლიცენზიის დათმობა’’, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ, ლიცენზიის დათმობაზე თანხობა ითქვა და 2004 წლის ნოემბერში მოხდა მისი გადაფორმება ნუნუ გინტურის სანოტარო ბიუროში ვინმე დავით კაკაურიძეზე. რაც შეეხება კომპანიებს, მუშაობის განახლება ამავე წლის დეკემბრის თვეში მოხდა.

ამასთაბ, როგორც დაკითხვის შემდეგ ნატო ჩხეიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ,,ომეგა ჯგუფში’’ შეჭრა და ტელევიზიის ლიცენზიის იძულებით დათმობა მიხეილ სააკაშვილის გუნდის მხრიდან კერძო ბიზნესზე დაპატრონების გარდა, მიზნად ისახავდა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარი გავლენის ჩვენებას.

,,გარდა სახელის შერცხვენისა, მათ სურდათ ჰქონოდათ სარგებელი, კონკრეტულად ბიზნესს დაპატრონობებოდნენ თვითონ ისინი, ვინც მოვიდა მაშინ ხელისუფლებაში. ეს იყო, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი’’, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 29 მაისის 10:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

20 ნოემბერი, 2024 , 15:55

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.  პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არ