უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ოქტომბერი, 2017 17:40
font-size

იბერია ტვ-ს საქმე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ წერილობითი მტკიცებულები წარადგინა. კერძოდ, პროცესზე საქმის პირველი ტომი გამოიკვლიეს, რომელშიც მოცემულია ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკები, ასევე ნოტარიუს ნუნუ გინტურის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტი, რომლითაც მოხდა იბერია ტვ-ის ლიცენზიის დათმობა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულები ადასტურებს, რომ ,,იბერიას“ ლიცენზიის დათმობა იძულებით მოხდა.

,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაიწყო წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. როგორც მოგეხსენებათ, ბრალდების მხარე ბრალდებულებს - ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ედავება, რომ მათ იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანია ,,იბერიას“ წარმომადგენლებს კუთვნილი ლიცენზია. ლიცენზიის იძულებით დათმობა 2004 წლის 7 დეკემბერს მოხდა .

ჩვენ დღეს გამოვიკვლიეთ წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ ნამდვილად 2007 წლის 7 დეკემბერს არის ლიცენზიის გადაფორმება მომხდარი სანოტარო წესით, თუმცა მას წინ უძღვოდა რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. სწორედ ეს რესტრუქტურიზაციის საკითხი იყო, რითაც აიძულეს, რომ დაეთმო კუთვნილი ლიცენზია, რადგანაც მანამდე არ შევიდოდა ძალაში რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, სანამ არ მოხდებოდა ტელეკომპანიის ლიცენზიის დათმობა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ გამოვიკვლიეთ რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც დათარიღებულია 2004 წლის 4 დეკემბრით, მართალია, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მოხდა ლიცენზიის დათმობა. თუმცა ამ ხელშეკრულებაში პირდაპირ ჩადებული იყო, რომ ის ძალაში არ შევიდოდა, თუკი არ მოხდებოდა იბერია ტვ-ს და შესაბამისად, „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების მხრიდან 14 კალენდარული დღის ვადაში 9 მილიონი ლარის ჩარიცხვა. სხვა შემთხვევაში ხელშეკრულება ძალაში ვერ შევიდოდა და ისევე როგორც ტელეკომპანია, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიებიც ვერ განაგრძობდნენ საქმიანობას და ზარალიც კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, იძულებულები გახდნენ ტელეკომპანია ,,იბერიას“ მესვეურები, რომ მათ დაეთმოთ კუთვნილი ლიცენზია“, - განაცხადა დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ნინო ექვთიმიშვილი

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის საქმე ცალკე წარმოებად წარიმართება

27 თებერვალი, 2020 , 17:23

20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების ზურაბ ბუდაღაშვილის, კახა კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას საქმე ცალკე წარმოებად წარიმართებ. აღნიშნული ბრალდებულების საქმე ბესიკ თამლიანის საქმეს გამოეყო, ვინაიდან ის ბრალს არ აღიარებს

სასამართლოს გადაწყვეტილებით ``ანას ბაღში`` მშენებლობა შეჩერდა

27 თებერვალი, 2020 , 14:35

სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განაჩენი გამოიტანა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საორგანიზაციო ჯგუფი წერს. ''ჩვენი სასარჩრლო მოთხოვნა სასამართლომ დააკმ

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ბიჭს პატიმრობა შეეფარდა

27 თებერვალი, 2020 , 13:10

ბებიისა და დედის მკვლელობაში ბრალდებულ19 წლის მიხეილ ზაუტაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდე

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობა იწყება

27 თებერვალი, 2020 , 11:10

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე დღეს პირველი მოსმენით დაიწყება მსჯელობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. მთავრობის ინიციატივით წარდგენილი პროექტის მიზანი ადგილობრ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებულს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

26 თებერვალი, 2020 , 12:40

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებუ

პოლიციამ მოპედის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

26 თებერვალი, 2020 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`