უკან

სამართალი

14 ნოემბერი, 2018 13:00
font-size

იბერია ტვ-ს საქმეზე დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას მომდევნო სხდომაზე დაასრულებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერია”-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.

საქალაქო სასამართლოში გუშინ საღამოს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ, კერძოდ კი, თავად ბრალდებულმა, გიორგი ლაცაბიძემ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლია.

გუშინდელ სხდომაზევე გიორგი ლაცაბიძის შუამდგომლობით სასამართლომ დასაკითხ მოწმეთა სიიდან მოხსნა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც როგორც ცნობილია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მისთვის არაერთხელ გაგზავნილი უწყების მიუხედავად, მოწმე სასამართლოში არ გამოცხადებულა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოწმეს, იოსებ მგელაძეს, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობითვე, მოხდა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის განმარტებით, აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა გონივრული გზა გამოყენებული იყო იმისათვის, რომ იოსებ მგელაძე სასამართლოს წინაშე გამოცხადებულიყო და დაკითხულიყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვერ მოხერხდა, მოსამართლემ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდა იოსებ მგელაძის მიერ 2014 წლის 4 აგვისტოს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების სხდომაზე წაკითხვა.

დაკითხვის ოქმის თანახმად, ,,არქიმედე გლობალ ჯორჯიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იოსებ მგელაძე ყვება, რომ 2007 წელს მეგობრისგან ბეგლარ ყიფიანისგან შეიტყო, რომ ვინმე ბიძინა ნიჟარაძე ყიდდა შპს ტელეკომპანია ,,აისის“ სამაუწყებლო ლიცენზიას. მგელაძის თქმით, იგი დაინტერესდა ამ საკითხით და ბიძინა ნიჟარაძისგან მის მიერ დასახელებული თანხის - 23 940 ლარის სანაცვლოდ შეიძინა ,,აისის“ სამაუწყებლო ლიცენზია. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა 2007 წლის სექტემბერში ნოტარიუს ნუნუ გინტურთან.

იოსებ მგელაძის განცხადებით, მას ბიზნეს ინტერესი ჰქონდა და გეგმავდა, აღნიშნული სამაუწყებლო ლიცენზია მოგვიანებით უფრო მაღალ ფასად გაეყიდა.

თუმცა, ჩვენების თანახმად, ლიცენზიას მსურველი არ გამოუჩნდა 2012 წლამდე და საბოლოოდ ის, 5 წლიანი მცდელობის შემდეგ კვლავ 23 940 ლარად ,,ჯორჯიან პროდაქშენ გრუპის“ მფლობელობაში აღმოჩნდა.

მგელაძის თქმით, გადაფორმება ,,ჯორჯიან პროდაქშენ გრუპში“ შემავალ ტელეკომპანია “იმედის” შენობაში მოხდა. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეებს ,,ჯორჯიან პროდაქშენ გრუპის“ იურისტი გიორგი არველაძე და თავად იოსებ მგელაძე წარმოადგენდნენ.

რაც შეეხება თავად გიორგი ლაცაბიძის დაკითხვის საკითხს, მოსამართლის განმარტებით, ბრალდებული ჩვენებას სასამართლოს მომდევნო სხდომაზე მისცემს. აღნიშნულით დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.

საქმეზე მომდევნო სხდომა 22 ნოემბრის 17:30 საათისთვის ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ლანჩხუთში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

22 თებერვალი, 2019 , 21:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველ

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

22 თებერვალი, 2019 , 15:05

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ

გალში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ. შ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკ

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან

22 თებერვალი, 2019 , 12:55

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს კონსულმა ანკარაში, კონსტანტინე კოტარიამ განუცხადა. „წინასწარი დაკავების იზოლატორში,

ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვადაგასული, ასევე ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

22 თებერვალი, 2019 , 12:41

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებიდან ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირე

პოლიციამ ძველ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22 თებერვალი, 2019 , 12:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, 1990 წელს დაბ