უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 სექტემბერი, 2018 11:00
font-size

იბერია ტვ-ს საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიის" სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, კერძოდ კი, დაცვის მხარემ წარმოადგინა 4 ვიდეომასალა, რომელშიც 2004 წელს ომეგა ჯგუფსა და ტელეკომპანია იბერიაში შეჭრის პერიოდია ასახული, ასევე ნაჩვენები იქნა ამავე საკითხს მიძღვნილი 2016 წლის პერიოდის მასალები, რომლებიც მაუწყებლობის აღდგენის შემდეგ იბერია ტვ-ის ეთერში გავიდა. ვიდეომტკიცებულებებში ,,ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მის კომპანიებში შეჭრის პერიოდს იხსენებს, მომხდარში ყოფილ ხელისუფლებას ამხელს და სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზევე უნდა მომხდარიყო მოწმეთა დაკითხვა, რომლებსაც სასამართლო უწყებები ჰქონდათ გაგზავნილი, თუმცა არცერთი მათგანი სხდომათა დარბაზში არ გამოჩენილა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ქიბარ ხალვაშის შემთხვევაში ორჯერ გაიგზავნა მის თბილისის საცხოვრებელ მისამართზე უწყება, თუმცა ორჯერვე მისამართზე მყოფმა მუშამ თქვა, რომ ქიბარ ხალვაში უცხოეთში იმყოფება.

რაც შეეხება კობა კვანტალიანს, მოსამართლის ინფორმაციით, კვანტალიანისგან თავად მიიღო სასამართლომ განცხადება, რომელშიც განმარტებული იყო, რომ მკურნალობის მიზნით ის 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით თურქეთში იმყოფებოდა და ჩვენების მიცემას მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ შეძლებდა.

აღნიშნული განცხადების გათვალისწინებით, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ კობა კვანტალიანს ხელახლა მოწმედ დაბარების უწყება შემდგომი სხდომისთვისაც გაეგზავნოს, რათა მისი დაკითხვა მომდევნო სხდომაზე მოხერხდეს.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშს, როგორც ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ განაცხადა, მისი მოწმეთა სიიდან მოხსნის შესახებ სასამართლოს მომდევნო სხდომაზე აცნობებს.

საქმეზე მომდევნო სხდომა 3 ოქტომბრის 10:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი 2016 წლის თებერვალში გახსნა.საქმეზე ბრალდებულები არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი იმჟამინდელი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე.

საკვანძო სიტყვები:

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი