უკან

სამართალი

11 ოქტომბერი, 2018 12:40
font-size

იბერია ტვ-ს საქმის სასამართლო სხდომა კვლავ გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერია”-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე დღეისთვის ჩანიშნული სხდომა კვლავ გადაიდო.

ამის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა.

კერძოდ, ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებებს დაერთოს რუსთავი 2-ის გადაცემაში ,,კვირის აქცეტები“ 30 სექტემბერს გასული ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ, სადაც ადვოკატის განმარტებით, ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ,,იბერიასთან“ დაკავშირებით 2004 წელს მომხდარ მოვლენებში ირაკლი ოქრუაშვილის და ქიბარ ხალვაშის ,,ცუდ როლზე“ საუბრობს.

აღნიშნული შუამდგომლობის პასუხად, ბრალდების მხარემ გონივრული ვადა ითხოვა მასალის გასაცნობად, რათა გადაწყვიტოს იზიარებს თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობას.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

,,რაც შეეხება დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ ახალ მტკიცებულებას, რომლის სისხლის სამართლის საქმეზე დართვასა და გამოკვლევასაც ითხოვს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს გახდა ჩემთვის ცნობილი და დღეს გადმომეცა დისკი, აუცილებლად გავეცნობი მასალებს. ამის შემდეგ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ზაზა ოქუაშვილი დაიკითხა როგორც გამოძიების პროცესში, ასევე დაიკითხა უშუალოდ სასამართლო პროცესზე. მან მისცა ამომწურავი ინფორმაცია და სწორედ მისი და სხვა კიდევ ბევრი რელევანტური ჩვენება გახდა აღნიშნული პირების (ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ლაცაბიძე) პასუხისგებაში მიცემის საფუძველი“, - ამბობს პროკურორი თინათინ მახარაძე.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა, თუ არა საქმეში ახალი მტკიცებულების დართვით გამოიკვეთოს ირაკლი ოქრუაშვილის და ქიბარ ხალვაშის ბრალეულობაც, პროკურორი ამბობს, რომ მასალის გამოკვლევამდე ამაზე საუბარი, ნაადრევია.

,,იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ ყოფილა ამ მასალების განხილვა, მე ვერ მოგახსენებთ, რისი საფუძველი შეიძლება გახდეს აღნიშნულ დისკზე დატანილი ინფორმაცია. თუ იქნება სხვა დანაშაულის ნიშნებიც, რა თქმა უნდა, იქნება სათანდო რეაგირება“, - აცხადებს თინათინ მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 22 ოქტომბრის 17:45 საათისთვის ჩაინიშნა.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი