უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ოქტომბერი, 2018 17:20
font-size

„იბერიამ“ მაუწყებლობა უნდა განაახლოს, კრიტიკული მედიის არსებობა ყველასთვის მნიშვნელოვანია - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” ტელეკომპანია „იბერიის“ მხრიდან მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაცული და გამიჯნული აღმოჩნდეს ბალანსი, კრიტიკული მედიის არსებობასა და სახელმწიფოს წინაშე არხის მესაკუთრეთა ფინანსური დავალიანების მოგვარებას შორის, რაც მძიმედ აისახება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერება არ პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. კრიტიკულად აუცილებელია საკითხების შეფასება არ მოხდეს ცალსახად და არ დაზიანდეს საზოგადოების საჯარო ინტერესები - ფლობდნენ და ღებულობდნენ მიუმხრობელ და ზუსტ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები, რომლითაც „ომეგა ჯგუფი“ დაგროვებული ვალის, 51 მილიონი ლარის გადახდას რესტრუქტურიზაციის პირობებში შეძლებს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სწრაფი, ეფექტიანი და სანდო გამოძიებით პასუხი გასცეს სავარაუდო დანაშაულისა და სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს, რომლებიც გამოქვეყნებული აუდიო-ჩანაწერებით საზოგადოებას ეცნობა. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის რეალური ფუნქციის განხორციელება და მოვლენების სამართლიანი ბალანსით საზოგადოებისთვის მიწოდება. შესაბამისად, არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, შეაჩეროს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობა, საკითხის მიუმხრობელი შეფასების პოზიციებიდან, აზარალებს არამხოლოდ საზოგადოებრივ ნდობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, დასაქმებულთა უფლებებსა და დემოკრატიას, არამედ აძლიერებს ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც არსებობს ოფიციოზის მხარეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სოლიდარობას გამოთქვამს თავისუფალ პროფესიაში მყოფი ყველა ჟურნალისტის მიმართ და იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია „იბერია“ დაუბრუნდება საზოგადოების წინაშე მისი მთავარი ფუნქციის შესრულებას. შესაბამისად, „იბერიამ“ მაუწყებლობა უნდა განაახლოს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი