უკან

პოლიტიკა

10 მარტი, 2018 17:00
font-size

`იბერიას` გარშემო განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენტში გამოეხმაურნენ

ტელეკომპანია "იბერიას" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენტში გამოეხმაურნენ.

განცხადება საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ანდერს მამიკინსმა გააკეთა, რომელიც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე მთავარი მომხსენებელი იყო.

ევროპარლამენტის წევრი ხაზს უსვამს საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობის აუცილებლობას. მამიკინსის განმარტებით უმნიშვნელოვანესია, რომ მედიამ შეძლოს საკუთარი მთავარი ფუნქციის შესრულება, სხვადასხვა პოზიციის გაშუქება და ხელისუფლების კრიტიკა.

საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში თავისუფალი მედიის ფუნქციონირება უზრუნველყოს.

,,ჩემს მოვალეობაში არ შედის, რომ რჩევა მივცე საქართველოს მთავრობას, მაგრამ როგორც საქართველოს მთავარმა მომხსენებელმა ევროპარლამენტში და ყოფილმა ჟურნალისტმა, უნდა ვთქვა, რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად თავისუფალი მედია, რადგან ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ასპექტი წარმატებული საზოგადოებისათვის.

თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ჩემი ქვეყნის და მთელი ევროპის მოქალაქეებისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვეხებით ყველა ცნობილ მედიასაქმეს საქართველოში, იქნება ეს ,,რუსთავი 2“-ის თუ ,,იბერიას“ საქმე.

ვფიქრობ, ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი რამ, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ უზრუნველყოს თავისუფალი მედია, რომელიც შეძლებს ამჟამინდელი კოალიციის კრიტიკას, კომენტარების გაკეთებას. ეს არის თავისუფალი მედიის ვალდებულება საზოგადოებისადმი. მე ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ქართულ მედიას და დარმწუნებული ვარ, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას გარკვევით ესმის თავისუფალი მედიის არსებობის აუცილებლობა“, - აცხადებს მამიკინსი.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი