უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ოქტომბერი, 2016 15:40
font-size

,,იბერიის’’ ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა გიორგი ლაცაბიძისგან მოვისმინე - მოწმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, ლევან აღდგომელაშვილი დაიკითხა, რომელიც ამჟამად ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალი კომპანია ,,ოჯთ’’-ის გენერალური მენეჯერია.

როგორც საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღდგომელაშვილი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმისა, თუ როგორ მოხდა ,,ომეგას’’ ხელმძღვანელობისთვის ,,იბერია ტვ’’-ის ლიცენზიის დათმობა.

როგორც პროცესზე თავად მოწმემ აღნიშნა, 2004 წელს, მაშინ, როდესაც ,,ომეგაში’’ შემავალ კომპანიებში სპეცრაზმი შევიდა და მათი საქმიანობები შეჩერდა, ის ,,ოჯთ’’-ის შესყიდვების მენეჯერი იყო და ამავდროულად, კომპანიის საერთაშორისო პარტნიორებთან უწევდა მუშაობა.

ლევან აღდგომელაშვილმა, 2004 წლის 19 თებერვალი გაიხსენა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა ,,ომეგაში’’ შემავალი კომპანიების ოფისებში და მოახდინა მუშაობის პარალიზება. მისივე თქმით, მოხდა საწარმოებიდან ხალხის გამოყრა, ზოგი სცემეს კიდეც და ინვენტარის გარკვეული ნაწილი დააზიანეს.

როგორც მოწმემ აღნიშნა, კომპანიებში შეჭრა გენერალური პროკურატურის ბრძანებით მოხდა. საქმეზე ბრალდებული,ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის კითხვაზე, თუ ახსოვს, ვინ იყო შეჭრის მომენტში გენერალური პროკურორი, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ, წილების დათმობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, როგორც მოწმე იხსენებს, 2004 წლის 19 სექტემბერს მას დაუკავშირდა პროკურორი, ბაკურ ჩიქოვანი და დაიბარა ის გენერალურ პროკურატურაში. აღდგომელაშვილის თქმით, უწყებაში ის გიორგი ლაცაბიძის კაბინეტში შეიყვანეს და სწორედ მისგან მოისმინა პირველად მოთხოვნა ,,იბერიის’’ ლიცენზიის დათმობასთან დაკავშირებით.

,,გაჩერებულები რომ ხართ და მუშაობა რომ დაიწყოთ, ამისთვის ,,იბერიის’’ ლიცენზია უნდა დათმოთო. ერთ-ერთ დამფუძნებლად შემოვა ფიზიკური პირი და იმავე დღეს გავა და ლიცენზიის სახით წაიღებს ,,იბერიის’’ წილსო. ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა. ერთ-ერთი პირობა კომპანიებში მუშაობის აღდგენის იყო წილის დათმობა. ლიცენზია რომ უნდა დაგვეთმო, ეს გავიგე თქვენგან. სხვისგან ეს მოთხოვნა არ მიმიღია’’, - მიმართა მოწმემ ბრალდებულს.

მისივე თქმით, ლაცაბიძეს არ დაუსახელებია ის, თუ ვისზე უნდა მომხდარიყო გადაფორმება. მოწმე ამბობს, რომ აღნიშნულ შეხვედრას ბაკურ ჩიქოვანიც ესწრებოდა.

ლევან აღდგომელაშვილის ინფორმაციით, მან ადეიშვილის მოადგილის მოთხოვნა ,,იბერიის’’ ხელმძღვანელ პირებს, ალექსანდერ ლაცაბიძესა და ნიკოლოზ ასანიძეს გადასცა, რომელთაგანაც თავის მხრივ თანხმობა მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ გადაფორმების პროცესს, როგორც მოწმე იხსენებს, ეს მოხდა 2004 წლის 7 დეკემბერს ნოტარიულად, ,,ომეგას’’ მხარეს ნიკოლოზ ასანიძე, ალექსანდრე ლაცაბიძე და ქეთევან ფანქველაშვილი წარმოადგენდნენ, მეორე მხრივ კი, შეხვედრას მარეგულირებელი კომისიის იმდროინდელი ხელმძღვანელი, დიმიტრი ქიტოშვილი ესწრებოდა, რომელთან დაახლოებულ პირზეც მოხდა ლიცენზიის გადაცემა. ამავე დღეს ის მეწილეთა რიგებიდან გავიდა და და ლიცენზიაც წაიღო, რის საფუძველზეც შეიქმნა ტელეკომპანია ,,აისი.’’ აღდგომელაშვილის თქმით, გადაფორმების პროცესს დიმიტრი ქიტოშვილი ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ,,იბერიის’’ ლიცენზიის დათმობის შემდგომ ,,ომეგა ჯგუფის’’ კომპანიებში მუშაობის აღდგენის პროცესის წინაპირობებს, მოწმის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებითაც, თუ რევიზიის აქტში რა თანხა უნდა ჩაწერილიყო, რა ჯარიმა დაეკისრებინა ,,ომეგასთვის’’ და რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება რა პირობებით უნდა გაფორმებულიყო.

,,ფორმალურად იყო რევიზია დანიშნული, რევიზიის თანხებს, გენერალური პროკურატურა განსაზღვრავდა. რა ციფრები უნდა ჩაწერილიყო რევიზიის აქტში, რესტრუქტურიზაციის პირობებსა და ჯარიმის ოდენობაზე ინფორმაციას ბაკურ ჩიქოვანისგან ვიღებდი და შემდეგ ამას კომპანიის ხელმძღვანელებს გადავცემდი’’, - აღნიშნა ლევან აღდგომელაშვილმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 14 ნოემბრის 11:00 საათისთვის ჩაინიშნა. არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.

კერძოდ, როგორც საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, მომდევნო სხდომაზე მოხდება ბრალდების მხარის ,,მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა, რომელიც ასევე უშუალოდ იყო ფაქტის შემსწრე.’’

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე მიმდინარე წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ნინო ექვთიმიშვილი

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი დავით ჭაკუას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო

3 ივლისი, 2020 , 14:45

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ქართულ მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მო

სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

3 ივლისი, 2020 , 11:30

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპა

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

3 ივლისი, 2020 , 11:30

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის

ფოთში 43 წლის მამაკაცი მოკლეს

3 ივლისი, 2020 , 00:22

ფოთში 43 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. „ჩვენს კლინიკაში „112“-ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

2 ივლისი, 2020 , 15:50

2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავად

პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცა

2 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე