უკან

სამართალი

18 ნოემბერი, 2016 17:10
font-size

IDFI-იმ და საია-მ საქართველოს მთავარ პროკურატურას შსს-ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების განცხადებებით მიმართეს

დღეს, 18 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა (გაზეთი ბათუმელების სახელით), მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებები შეიტანეს.

ორგანიზაციები ითხოვენ გამოძიების დაწყებას სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის თაობაზე. ორი სხვადასხვა, თუმცა არსით იდენტური საქმეები ეხება IDFI-ის და საია-ს მიერ შსს-ში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციას, _ აცნობეს მედიანიუსს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის და საიას სარჩელები (IDFI - 2014 წლის 24 დეკემბერს; საია - 2015 წლის 6 იანვარს) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. ეს გადაწყვეტილებები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშედეგოდ გაასაჩივრა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, (IDFI - 2016 წლის 13 ივლისი; საია - 2015 წლის 29 სექტემბერი), თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა შესაბამისად, ორი სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის, სრულყოფილი სახით გაცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაიბარა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი აღსასრულებელი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება, თუმცა შსს-ს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აღუსრულებია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებით აღსრულებას ვერ განახორციელებს, და რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მხოლოდ შსს-ს შეუძლია.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. ჩვენთვის უცნობია

საკვანძო სიტყვები:

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი