უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ივლისი, 2016 10:52
font-size

IDFI-ს ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

IDFI-ს ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ა.ა.ი.პ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გავრცელებული ანგარიშის პასუხად, რომელიც შეეხებოდა პროკურატურის ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებას, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურას სურს განმარტოს, რომ 2008 წლიდან დღემდე პერიოდში პროკურატურის ხელძღანელი თანამდებობის პირების (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები) შრომის ანაზღაურების გაზრდა არ მომხდარა.

გამოქვეყნებული ანგარიშის „შრომის ანაზღაურების“ თავში მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შრომის ანაზღაურების სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი თანამდებობის პირთა (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები) შრომის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე, არამედ ზრდა გამოწვეულია პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის 188 ერთეულით ზრდით, რაც არ არის ნაჩვენები შესაბამისი პროცენტული თანაფარდობით თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის ტენდენციასთან მიმართებაში, რაც საზოგადოების მიერ ინფორმაციის არასწორად აღქმასა და შეცდომაში შეყვანას იწვევს, კერძოდ 2011 წელს პროკურატურის მუშაკთა საშუალო რაოდენობა იყო 626 თანამშრომელი, 2015 წლის მდგომარეობით კი შეადგენს 814 თანამშრომელს. თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა განაპირობა პროკურორთა სამუშაო დატვირთვის მატებამ, რაც გამოიწვია მიმდინარე საქმეებთან ერთად, ათასობით მოქალაქეთა საჩივრებმა ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტებზე წარმოებულმა არაერთმა რეზონანსულმა გამოძიებამ, ასევე პროკურატურაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეულმა საჭიროებებმა, კერძოდ პროკურატურის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით 2015 წელს შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების სამმართველო, ასევე ჩამოყალიბდა პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და პროგრამული მხარდაჭერის ცენტრი.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ 2015 წლის მდგომარეობით საქართველოს პროკურატურაში დასაქმებული იყო სულ 814 მუშაკი, მათ შორის - 53 თანამდებობის პირი, 761 სხვა თანამშრომელი (პროკურორი, გამომძიებელი, სტაჟიორი, სპეციალისტი, მრჩეველი და დამხმარე მოსამსახურე).


„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: საქართველოს მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა, მათ შორის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების თანაფარდობას 2011 და 2015 წლების ჭრილში.

2011

2015

სხვაობა

მუშაკთა რაოდენობა

შრომის ანაზღაურება

მუშაკის

ყოველთვიური საშუალო შრომის ანაზღაურება

მუშაკთა რაოდენობა

შრომის ანაზღაურება

მუშაკის

ყოველთვიური საშუალო შრომის ანაზღაურება

მუშაკთა რაოდენობა

მუშაკის

გაზრდილი შრომის ანაზღაურება

გაზრდილი ყოველთვიური საშუალო შრომის ანაზღაურება

სულ

626

14 540 949

სულ

814

25 720 900

188

თანამდებობის პირები

41

2 453 976

4 987

თანამდებობის პირები

53

3 173 772

4 987

12

0

0

სხვა

585

12 086 973

1 721

სხვა

761

22 547 128

2 469

176

10 460 155

748

შენიშვნა: ცხრილში მითითებულია შრომის ანაზღაურების დარიცხული ოდენობა, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

IDFI-ს ანგარიშის „შრომის ანაზღაურების“ თავში განმარტებულია, რომ „2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საშტატო თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ შეადგინა 27,8%, ხოლო 2015 წელს 2012 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 69,1%-ით“ .

ხსენებულთან დაკავშირებით ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირებს შრომის ანაზღაურება (სარგო/პრემია/დანამატი) არ გაზრდიათ.

შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გამოწვეულია რიგითი თანამშრომლების და არა თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდითაც, რომელიც 2015 წლის მდგომარეობით შეადგენს საშუალოდ დარიცხულ 2469 ლარს და 2011 წლის შესაბამის შრომის ანაზღაურებასთან (1721 ლარი) შედარებით გაზრდილია 43%-ით ანუ 748 ლარით.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული მუშაკს სამუშაოს დიდი მოცულობის გამო ყოველდღიურად არასამუშაო დროსაც სისტემატურად უწევთ მუშაობა, წარმოებაში აქვთ ათეულობით სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, მათი შრომის ანაზღაურების ზრდა კავშირშია მათ მიერ გაწეულ საქმიანობასთან. ამავდროულად, თითოეული პროკურორის საქმიანობა დაკავშირებულია სიცოცხლისთვის მომეტებულ საფრთხესთან, ვინაიდან პროკურატურის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს დანაშაულებრივ სამყაროსთან და დანაშაულთან ბრძოლა. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობს კორუფციის გავრცელების მაღალი რისკი, რისი მწარე გამოცდილებაც ქვეყანას ჰქონდა წარსულში.

ასევე ანგარიშში მოცემულ შენიშვნებზე, რომელიც ეხება პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას განვმარტავთ, რომ პროკურატურა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ასაჯაროებს ინფორმაციას პროკურატურის მიერ საზოგადოებისათვის მაღალი ინტერესის მქონე სხვადასხვა რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე გაწეული საქმიანობის შესახებ. ამავდროულად, საქართველოს მთავარი პროკურორი გატარებული პროკურატურის რეფორმის შედეგად ვალდებულია საპროკურორო საბჭოს წინაშე წარსდგეს 6 თვეში ერთხელ პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის დეტალური ანგარიშით. არჩეული საპროკურორო საბჭოსათვის, მთავარი პროკურორის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილი იქნა გაწეული საქმიანობის ანგარიში, სადაც სრულად არის მოცემული პროკურატურის საქმიანობით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის საინტერესო ინფორმაცია. ანგარიში გამოქვეყნებულია ვებგვერდზე http://pog.gov.ge/geo/news?info_id=940 რომელიც მოიცავს 2015 წლის 27 ნოემბრიდან 2016 წლის 30 მაისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

შსს-მ სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ, 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებ

თბილისის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დააკავა

12 ნოემბერი, 2019 , 14:50

თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრა

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაა

დააკავეს დედა, რომელიც შვილებს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არა

ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შა

განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

11 ნოემბერი, 2019 , 13:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.