უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 თებერვალი, 2019 16:30
font-size

“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ისინი წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, სამინისტრო კი დაპირების მიუხედავად მათ ბინებს არ აძლევს. აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე შეხვდა, თუმცა დევნილების თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათ მინისტრი არ შეხვდება.

„მაგათ უნდათ, რომ დაიშალოს ეს აქცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში. სანამ ნატო ხურცილავას პირში სული უდგია, შევასკდები ამათ. ეს კორუმპირებული მთავრობა გადადგეს. გიორგაძე, გოცირიძე, აბლოთია და მამუკა ცოტნიაშვილი - ესენი მოშორდნენ ამ მთავრობიდან და მაშინ იქნება ყველაფერი ღირსეული,“ - ამბობს აქციის მონაწილე, ნატო ხურცილავა.

„ამ ადამიანების პრობლემას ხელისუფლება საერთოდ არ ისმენს. ამ ადამიანების პრობლემას ხელისუფლება საერთოდ დუმილით პასუხობს, მოტყუებით პასუხობს. ეს ადამიანები მოითხოვენ თავშესაფარს, ეს ადამიანები მოითხოვენ ყურადღებას სახელმწიფოსგან იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ, და რაც მთავარია, ადამიანები იძახიან, რომ არ დაიშლებიან, სანამ უშუალოდ მინისტრი სერგეენკოსგან არ გაიგებენ პასუხებს,“ - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელიამ.

მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ბინებით დაკმაყოფილება ხდება თვლადი და გამჭვირვალე მეთოდოლოგიის მიხედვით.

„ესე ერთპიროვნულად არ წყვეტს, ვის მიეცეს ბინა და ვის არ მიეცეს. ეს არის გამჭვირვალე და თვლადი მეთოდოლოგია, რომელიც გარკვეულ ქულებს ანიჭებს. მე ძალიან გული მტკივა ყველა იმ ადამიანზე, დევნილზე თუ არა დევნილზე, ვისაც სოციალური პირობების გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ის წესი და რიგი, რაც არის დადგენილი და აუცილებლად დასაცავი არის და მინისტრი ამაში ვერ ჩაერევა ისე, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს, ვის მიეცეს და ვის არა,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი