უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 ივნისი, 2019 13:00
font-size

„იძულებული გავხდით, მიგვეღო გადაწყვეტილება და ამ პროცესების რადიკალიზაცია“ - სამშენებლო კომპანიებს დარღვევებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

დედაქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს დარღვევების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტი არც თუ ისე ძლიერია ასეთი ტიპის დარღვევების აღკვეთის კუთხით, ვინაიდან, პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში და დედაქალაქში მოქმედებს, მაინც უშვებს მშენებლების მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები, ამა თუ იმ გზით, პირდაპირ თუ ირიბად, მაინც ახერხებენ სამშენებლო დარღვევების ხარჯზე ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს ჩვენ ვნახეთ ყოველდღიურობაში, თუ რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის ურბანული განვითარებისთვის და ა.შ. შესაბამისად, მე დავავალე დედაქალაქის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ამ კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, რითაც ჯარიმების ოდენობა გაათმაგდა.

„როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია იმ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით მშენებლობის დროს იღებენ. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ქალაქის ურბანულად სწორად განვითარება. მიგვაჩნია, რომ არცერთი ჯარიმა და მის ხარჯზე ბიუჯეტში შესული თანხები არ არის იმ ზიანის ტოლფასი და შესაბამისი, რომელსაც სამშენებლო დარღვევების შედეგად ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ქალაქს აყენებს. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, მიგვეღო გადაწყვეტილება და ამ პროცესების რადიკალიზაცია მოგვეხდინა. ეს ცვლილებები ზოგიერთ სამშენებლო დარღვევებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. აქამდე კი ადმინისტრაციული სასჯელი იყო. დარწმუნებული ვარ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები, გარკვეულწილად, მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს ქალაქში გვაწუხებს. კონკრეტულად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა; სიმაღლის პარამეტრის დარღვევა; უნებართვო მშენებლობა; მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, რაც ნიშნავს ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში სრული პრეზენტაცია გვექნება და მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. დღეს კი ამ კანონპროექტის პაკეტს პარლამენტს გადავუგზავნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს შესაბამის სამსახურებთან ერთად, პარლამენტთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა სთხოვა, რათა ყველა არსებულ შეკითხვას პასუხი გაეცეს.

დაზარალებულად ცნობილი ბრალდებული გახდა- აღაიანში დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის საქმე

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარედგინა. გარდაცვლილი ბავშვის მამა, რომელიც ამ დრომდე დაზარალებულად იყო ცნობილი ბრალდებული გახდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-

ე. წ „მუქარის წერილთან“დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში გუშინ ჩაბარებულ „მუქარის წერილის“ დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დიდი საჯარო ინტერესის გათვა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ

22 ოქტომბერი, 2019 , 15:25

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, მისმა ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა და სუს-ის ანტ

რუსეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ძვირფასი თვლებით აღმოუჩინეს

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7,819 ლარის ღირებულების არადეკლარ

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში და წალენჯიხის რაიო

პოლიციამ 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დ