უკან
მსოფლიო
13 დეკემბერი, 2017 14:30
იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს 2020 წლამდე ვერ გადაიტანენ - რექს ტილერსონი
საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანონ. ქვეყნის გენერალური მდივნის, რექს ტილერსონის შეფასებით, 2020 წლამდე ეს ვერ მოხდება.
„ეს ის არაა, რაც დაუყოვნებლივ შეიძლება გაკეთდეს. სავარაუდოდ, ამას სამი წელი დასჭირდება და ესეც საკმაოდ ამბიციურია“, -თქვა ტილერსონმა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ ფუნქციონალური და ლოჯისტიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდება უახლოეს მომავალში საელჩოს გადატანა იერუსალიმში.
წინა კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
ანა მებურიშვილი