უკან

ეკონომიკა

10 მაისი, 2018 16:10
font-size

IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალი დირექტორი ჰყავს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალი დირექტორი ჰყავს. ეს რეგიონი მოიცავს 28 ქვეყანას, რომელშიც IFC-ის საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 10 მლრდ. აშშ დოლარია, ხოლო საკონსულტაციო პროექტების რაოდენობა 89-ს შეადგენს.

ვიბკე შლომერმა ტომაშ ტელმა 1 მაისს შეცვალა. შლომერი ვენაში იმუშავებს და უხელმძღვანელებს რეგიონს, რომელიც აერთიანებს თურქეთს, უკრაინას, საქართველოს, სერბეთს, ყაზახეთს, პოლონეთს, რუსეთს და სხვა ქვეყნებს. მისი მართვის ქვეშ იქნება 420 პროფესიონალისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3 მლრდ. აშშ დოლარის ახალ ინვესტიციას ახორციელებს.

ვიბკე შლომერს ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს პროექტების, კორპორაციული ფინანსების და კერძო კაპიტალის მართვის სფეროში ისეთ დარგებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნალური მომსახურება, ტელეკომი და ტექნოლოგიები. დანიშვნამდე ის ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის სექტორში ინვესტიციებს აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, რაც დაახლოებით 5.5. მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციებს მოიცავდა.

როგორც ვიბკე შლომერმა აღნიშნა: „ეს ის რეგიონია, სადაც კერძო კომპანიების და რეგიონული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ბევრი ახალი პროდუქტი და ინიციატივა დაინერგა, მათ შორის ენერგეტიკის და რესურსების ეფექტიანობის საკონსულტაციო პროგრამა, მწვანე ობლიგაციები, IFC-ის პირველი კლიმატური ადაპტაციის პროექტი და IFC-ის ქალაქების ინიციატივა. მიუხედავად მნიშვნელოვანი შედეგებისა, კვლავაც ბევრი გამოწვევა არსებობს. IFC-ის როლს რეგიონში ვხედავ იმაში, რომ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის როლის გაძლიერებას ქვეყნებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა მაგალითად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, აგრობიზნესის ეფექტიანობის ზრდა, კლიმატზე ორიენტირებული ინოვაციებისა და მრეწველობის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაძლიერება.“

ვიბკე შლომერმა IFC-ში მუშაობა 2004 წელს საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე დაიწყო ტელეკომის, მედიის და ტექნოლოგიის ჯგუფში ვაშინგტონში. მისი მომდევნო რეგიონული გამოცდილება დაკავშირებულია ევროპის და ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, აღმოსვლეთ აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონებთან.

IFC-ში მუშაობის დაწყებამდე შლომერი მოღვაწეობდა ევროპის საინვესტიციო ბანკში ლუქსემბურგში და გერმანიის საინვესტიციო კორპორაციაში (DEG), სადაც პასუხისმგებელი იყო სესხებზე ინფრასტრუქტურის სექტორში და კაპიტალში ინვესტირების საკითხებზე აფრიკის, აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი