უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მარტი, 2017 17:55
font-size

იღებთ `ფსიქოს` სულ რაღაც 20-30 ლარად ისე, რომ არავინ არ ინტერესდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით - დავით მესხიშვილი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის ცნობის ე.წ. "ფსიქოს" კორუფციული გზით გაცემა ხშირად საავტომობილო გზებზე მომხდარი უბედური შემთხვევების მიზეზი ხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავით მესხიშვილი სოციალური ქსელით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

"ფსიქო"(ზი) გზებზე!

ჯანმრთელობის ცნობის ე.წ. "ფსიქოს" გაცემა უკვე წლებია, რაც კორუფციულად ხდება. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დოკუმენტი, ხშირ შემთხვევაში საფუძველი ხდება სერიოზული პრობლემების. იღებთ "ფსიქოს" სულ რაღაც 20-30 ლარად ისე, რომ არავინ არ ინტერესდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, იფორმებთ იარაღს, მართავთ საჭეს. არადა, შესაძლოა არც ერთი გეკუთვნით და არც მეორე. ჩვენს გზებზე აშკარად მძვინვარებს მძიმე ფორმის ფსიქოზი, არავინ არავის უთმობს გზას, გაბმული სიგნალი, მოუსვენრობა, საცობში გადასწრება ტროტუარის ხარჯზე, გინება, დაუმორჩილებლობა და ა.შ. ხშირად საჭესთან ხვდებიან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები, რაც ყველაზე უფრო საშიშია ასეთ ადამიანებს იარაღის ტარების უფლებაც აქვთ. ოფიციალური სტატისტიკა კიდევ უფრო საგანგაშო სურათს გვაძლევს: 2016 წელს გადაღლის, ჩაძინების ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 121 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 218 და გარდაიცვალა 23 ადამიანი.

იმავე წელს, დაუდგენელი მიზეზით მოხდა 1173 შემთხვევა, დაშავდა 1417 და გარდაიცვალა 50 ადამიანი. უნდა ვივარაუდოთ, რომ დაუდგენელი მიზეზების უმეტესობა უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის უცაბედ გაუარესებას. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს ან გაატარეთ რეფორმა ან საერთოდ შეწყვიტეთ "ფსიქოს" გაცემა კორუფციულად, ფულს მაინც ნუ ახდევინებთ ხალხს გაყალბებულ დანაშაულებრივ დოკუმენტში’’, - წერს მესხიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი