უკან

საზოგადოება

21 აპრილი, 2017 12:00
font-size

III ქვეითი ბრიგადის სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ ბრუნდება.

დღეს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე 32-ე ბატალიონის პირველ ნაკადს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და წარმატებით შესრულებული სამშვიდობო მისიისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

32-ე ბატალიონთან ერთად სამშობლოში ეროვნული გვარდი ის მე-4 ოცეული და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც დაბრუნდა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ქართულმა ქვედანაყოფმა სამოქმედო არეალში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამშობლოში უახლოეს დღეებში ეტაპობრივად სრულად დაბრუნდება.

საკვანძო სიტყვები:

ზესტაფონის ქ. №19ა-ში გამაგრებითი სამუშაოები და მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

30 აპრილი, 2017 , 21:03

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქ. №19ა-ში კორპუსის სვეტი გაიბზარა. დილიდან მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. კორპუსში 95 ოჯახი ცხოვრობს - ვისაც დასარჩენი არსად აქვს,

რამდენიმესაათიანი რიგები სარფის საბაჟოზე - მოსახლეობა საზღვრის ჩაკეტვის გახშირებაზეც საუბრობს

30 აპრილი, 2017 , 11:00

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რიგებია. მოქალაქეები აცხადებენ, მათ რამდენიმესაათიან რიგში უწევთ დგომა, გარდა ამისა ისინი საუბრობენ თურქი მესაზღვრეების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. -ამის შესახებ „რუსთავი2“ ი

ვეტერინარიის პროფესიის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციაზე იმსჯელეს

30 აპრილი, 2017 , 08:32

29 აპრილს, ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი, ირაკლი გულედანი საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ ეწვია და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხ

თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა

29 აპრილი, 2017 , 17:35

თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუიციდის მცდელობა მაშველებმა აღკვეთეს, რომლებიც მტკვრის ტერიტორიას მუდმივი რეჟიმით აკონტროლებენ. მათ ახალგაზრდა ქალ

ვესაუბრებით ამომრჩევლებს

29 აპრილი, 2017 , 17:28

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ - ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა და საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს. თითოეულ მუნიციპალიტეტში გასვლითი შე

1-ელ მაისს გაერთიანებული პროფკავშირები, სტუდენტური მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ მსვლელობას გამართავენ თბილისის პარლამენტამდე

29 აპრილი, 2017 , 17:25

1-ელ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანება სხვადასხვა სტუდენტურ მოძრაობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად 15 საათზე მსვლელობას მოაწყობს ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულ