უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 ოქტომბერი, 2018 13:15
font-size

იყო არაერთი გაფრთხილება და ამის მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილს დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები აფრთხილებდნენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

„როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან ხარ ავანტიურისტი, ბუნებრივია არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრისას... ვიცით რას ეხება საქმე, საქმე ეხება დასმულ კითხვებს, თუ როგორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლოთ თუ არა მათ პრევენცია იმისა, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა.

გახსოვთ კონდოლიზა რაისის ცნობილი განცხადებები, მაილსის ცნობილი განცხადებები, სადაც ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს სააკაშვილი, რომ მის ასეთ ქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა მძიმე შედეგი. ამის მიუხედავად სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა.

ეს იყო ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ეს კითხვა დაისვა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან 2008 წელს და ამ კითხვას, ღია და მკაფიო პასუხი გასცეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა.

იყო არაერთი გაფრთხილება და ამის მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია", - აცხადებს კობახიძე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი (ვიდეო)

11 დეკემბერი, 2019 , 13:00

„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზ

პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი - სოფო კილაძე

11 დეკემბერი, 2019 , 12:50

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯართან დაკავშირებით ვერ გამოხატა, რისი თქმაც სურდა. "ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ჯარი,

„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ნათია თურნავა

10 დეკემბერი, 2019 , 16:05

„ლარის გამყარება არის ფაქტი და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხ

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ - თამარ ჩუგოშვილი

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრ

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პიკეტები და აქციები გაგრძელდება-გიგი უგულავა

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უცვლელია და აქციები, პიკეტები გაგრძელდება. ,,ჩვენი სამოქმედო გეგმა არ იცვლება. პიკეტები, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მო

მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ. "დღეს ვნახე ლევან ახვლედიანის კომენტარი, რომ პოლიტიკური ინტერესები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`