უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2020 16:35
font-size

იყო განხილული ჩემი კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარებს შორის - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებიდან ერთ-ერთში ოპოზიციის მხრიდან სწორედ "ახალი საქართველოს" კანდიდატი იქნება წარდგენილი. მისი თქმით, განიხილება მისი კანდიდატურა. ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"გუშინდელი დღე წარმატებული დასასრული იყო იმ გარკვეული პერიპეტიების, რომელიც მიმდინარეობდა ოპოზიციურ ფლანგზე. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ვანერვიულეთ ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალა ერთიანობაშია და ისინი ივანიშვილის დამარცხების ერთადერთ მექანიზმად ხედავენ ოპოზიციის თანამშრომლობას.

გუშინდელი განცხადების მერე ვთვლი, რომ არაფერი დიდი პრობლემა არ გვექნება მაჟორიტარულ კანდიდატებზე საბოლოოდ ჩამოყალიბების. ხვალ-ზეგ გვექნება შეხვედრები და მაქსიმუმ მომავალ კვირაში უკვე საერთო კანდიდატებს უკვე სახელებით და გვარებით შევძლებთ რომ დავასახელოთ. ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა რაიმე პოზიციის დაკავება ან სადმე წასვლა მაჟორიტარად, ერთიანობას რაც დასჭირდება მზად ვარ ის გადაწყვეტილება მივიღო. იყო განხილული ჩემი კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარებს შორის," - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამაზე ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს კონსულტაციები.

მისი თქმით, აუცილებელია კონკრეტულ პიროვნებებზე მსჯელობა, თუ ვის შეუძლია უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს ამა თუ იმ ოლქის ამომრჩეველში.

შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ - ირაკლი სესიაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

„როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კ

გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე - მიხეილ სააკაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - სალომე სამადაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს რამდენიმე განმარტება დაემატა

9 ივლისი, 2020 , 12:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტ

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 11:55

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე